...

ათიდან ათი - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატზე სრული ტრიუმფით გავიდა

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 100%-იანი შედეგით დაასრულა - ათიდან ათი გამარჯვება, 43 გატანილი ბურთი და მხოლოდ 4 გაშვებული.

შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში იოახიმ ლიოვის გუნდმა კაიზერსლაუტერნში აზერბაიჯანი მიიღო და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. მე-9 წუთზე კუთხურიდან შექმნილი არეულობის შემდეგ ლეონ გორეცკამ ისარგებლა და ანგარიში ქუსლით გატანილი ეფექტური ბურთით გახსნა. ამას გერმანელებისთვის უსიამოვნო ორი ფაქტი მოჰყვა: ჯერ ნიკოლას ზიულე, შემდეგ კი მეორე ცენტრალური მცველი, შკოდრან მუსტაფი, დაიმტვრა. ლიოვს ორივე ცენტრალური მცველის შეცვლა დაახლოებით 10 წუთიან ინტერვალში მოუწია.

ტაიმის ბოლოს და სწორედ მუსტაფის ტრავმის ეპიზოდში აზერბაიჯანელთა შემტევმა, შაიდაევმა მშვენიერი სოლორეიდი განახორციელა, რუდიგერი გააბრუა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში გერმანიამ მოუმატა და 12 წუთში 3 ბურთი შეაგდო. ჯერ სანდრო ვაგნერმა თავით ბრანდტის ჩაწოდება გამოიყენა, შემდეგ ასევე თავით რუდიგერმა გაიტანა, ხოლო ბოლოს გორეცკამ ლეროი სანეს ჩაწოდებით დუბლი გაიფორმა. შეხვედრის მიწურულს კი საბოლოო ანგარიში ემრე ჩანმა უძლიერესი შორეული დარტყმით დააფიქსირა - 5:1!

გერმანიის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებული საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად მოხვდა.

გერმანია 5:1 აზერბაიჯანი

გოლები: 1:0 - გორეცკა (9'), 1:1 - შეიდაევი (34'), 2:1 - ვაგნერი (54'), 3:1 - რუდიგერი (64'), 4:1 - გორეცკა (66'), 5:1 - ჩანი (81').
გაფრთხილება: რიჩარდი (45+1').

გერმანია: ლენო - ბრანდტი, კიმიხი, მუსტაფი (გინტერი 36'), ზიულე (რუდიგერი 22'), სანე - ჩანი - გორეცკა, მიულერი (იუნესი 69'); შტინდლი, ვაგნერი.

აზერბაიჯანი: აგაიევი; მირზაბეკოვი, გუსეინოვი, აბიშოვი, კალიზადე; რიჩარდი, გარაიევი, ამირქულიევი; ჰუსეინოვი (ნაზაროვი 69'), შეიდაევი, იზმაილოვი (გურბანოვი 77').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა