როგორ დაეხმარა NBA-ს გუნდი გერმანიის ფედერაციას მუსიალას გადაბირებაში

როგორ დაეხმარა NBA-ს გუნდი გერმანიის ფედერაციას მუსიალას გადაბირებაში

მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალ ვარსკვლავს, ჯამალ მუსიალას როგორც ინგლისის, ასევე გერმანიის ნაკრებში თამაშის უფლება ჰქონდა, საბოლოოდ კი ამ უკანასკნელ ვარიანტზე შეაჩერა არჩევანი.

გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია 18 წლის ნახევარმცველის გადასაბირებლად ბევრს მუშაობდა და არაერთ ხერხს მიმართა, მათ შორის მუსიალას კუმირების დახმარებასაც.

წყაროს ცნობით, ჯამალი NBA-ს გუნდ "გოლდენ სტეიტ უორიორსის" დიდი გულშემატკივარია. ფედერაციამ ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდა და თანამშრომლის დახმარებით ამერიკაში ხსენებულ გუნდს დაუკავშირდა.

როგორც ცნობილია, "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებმა, მათ შორის სტეფ კარიმაც სპეციალური ვიდეო ჩაწერეს, სადაც ამბობდნენ, რომ ბედნიერები იქნებოდნენ თუ ჯამალი გერმანიის ნაკრებს აირჩევდა. როგორც ჩანს, მუსიალას არჩევანზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა თავისი კუმირების თხოვნამაც მოახდინა და როგორც ხედავთ, საბოლოოდ მან არჩევანი სწორედ ბუნდესნაკრებზე შეაჩერა.


24-03-2021, 14:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0