მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი ვინგერი, არიენ რობენი, აცხადებს, რომ მისთვის იუპ ჰაინკესის დაბრუნება მოულოდნელი ინფორმაცია იყო.
72 წლის ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტი "რეკორდმაისტერში" კარლო ანჩელოტის შესაცვლელად დაბრუნდა და გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
"მე ჰოლანდიაში ვიმყოფებოდი და ადგილობრივ პრესაში მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხზე უამრავი სპეკულაცია ვრცელდებოდა, მაგრამ ჰაინკესის გვარი არსად გაჟღერებულა.
მისი დანიშვნა ჩემთვის დიდი, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა. ნამდვილად მიხარია, რომ იუპი დაბრუნდა", - განაცხადა 33 წლის ჰოლანდიელმა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
Bayern.ge © 2016-2017 All rights reserved.
design by Irakli Kurtanidze, code by Giorgi Kakabadze.