...

პრევიუ: ბაიერნი - ფრაიბურგი

ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგაში თავის მორიგ მატჩს ჩაატარებს და შინ "ფრაიბურგს" მიიღებს. თუმცა ეს არ იქნება უბრალოდ რიგითი მატჩი ვინაიდან, "რეკორდმაისტერში" იუპ ჰაინკესი დაბრუნდა და ეს მისი პირველი თამაში იქნება 4 წლიანი პაუზის შემდეგ.

ბაიერნი - ფრაიბურგი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, VIII ტური
თარიღი: 14 ოქტომბერი, 17:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: ფრანკ ვილენბორგი
პირდაპირი ტრანსიაცია:  Setanta Georgia+

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


მიუნხენის "ბაიერნი" ახლა საკმაოდ მძიმე ვითარებაშია. პარიზში "პარი სენ ჟერმენთან" გამანადგურებელი მარცხის (0:3) შემდეგ მიუნხენელებს დროებით ვილი სანიოლი ჩაუდგა სათავეში და "რეკორდმაისტერმა" ბერლინში "ჰერტას" წინააღმდეგ მორიგი ქულები დაკარგა. ისევე, როგორც "ვოლფსბურგთან" საშინაო მატჩში, გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგა (2:2) და დორტმუნდის "ბორუსიას" უკვე 5 ქულით ჩამორჩა. თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა, ვინაიდან ახლა ლეგენდარული იუპ ჰაინკესის მეოთხე სიცოცხლე (იუპმა "ბაიერნი" კარიერაში მეოთხედ ჩაიბარა) და ახალი ეპოქა იწყება, რომელსაც "ბაიერნის" ქომაგები პოზიტიურად და იმედიანად ხვდებიან. იუპი ეცდება, რომ მიუნხენურ გრანდს ძველი დიდება დაუბრუნოს და გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში სრული დომინანტი იყო, თავის შესაფერის დონეზე დააბრუნოს. "ჰერტასთან" შეხვედრაში მოედნის ცენტრში ხავი მარტინესი გამოჩნდა, რაც ერთგვარი მანიშნებელი იყო, რომ გუნდში ჰაინკესი ბრუნდებოდა, ვინაიდან 2012/13 წლების სეზონში ხავი იუპის ხელმძღვანელობით ამ პოზიციაზე ფენომენალურად თამაშობდა. მოსალოდნელია, რომ დღეს "ბაიერნი" ჰაინკესის 4-2-3-1 სისტემით ითამაშებს, ცენტრს ტიაგო და მარტინესი გაამაგრებენ, შეტევაში კი რობენი-მიულერი-კომანის ტრიო იმოქმედებს. ბერლინში ორი ქულის გარდა მიუნხენურმა კლუბმა ფრანკ რიბერიც დაკარგა. 34 წლის ფრანგმა მუხლის ჯვარედინა იოგები დაიზიანა და მინიმუმ 2-3 თვის გამოტოვება მოუწევს. ლაზარეთშია მანუელ ნოიერიც და ხუან ბერნატიც, რომელმაც ვარჯიშები აღადგინა, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის მზად.


"ფრაიბურგმა" მიმდინარე სეზონი თავის სტილში დაიწყო - კრისტიან შტრაიხის გუნდი კვლავ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. ამავდროულად, "არწივებისთვის" საკუთარი სტადიონი კვლავ ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ დღეს "ფრაიბურგს" მიუნხენში მოუწევს თამაში. შტრაიხის მებრძოლმა გუნდმა თავისი პირველი გამარჯვება სეზონში სანაკრებო პაუზამდე მოიპოვა და შინ "ჰოფენჰაიმი" დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ამის შემდეგ "არწივებმა" ერთი ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს და შინ ფრანგულ "სტრასბურგთან" 1:2 წააგეს, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. "ფრაიბურგი" მართლაც ძალიან მებრძოლი გუნდია, რომელსაც ჭკვიანი და ორგანიზებული მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომ "ბაიერნს" სიფრთხილე მართებს. სტუმართა დანაკლისს რაც შეეხება, გუნდს მხოლოდ გულდე, კემპფი და აბრაში ვერ დაეხმარებიან.

მიუნხენური გრანდი, რომელმაც ყველა ტურნირზე უკვე ზედიზედ სამი თამაში ვერ მოიგო, ვალდებულია იუპ ჰაინკესის დაბრუნება დღესასწაულად აქციოს.

სავარაუდო შემადგენლობები


ბაიერნს დააკლდებიან: ნოიერი (ტერფი), ბერნატი (ბოლომდე არ არის მზად), რიბერი (მუხლი).

ფრაიბურგს დააკლდებიან: ნიდერმაიერი (ზურგი), გულდე (ზურგი), კემპფი (კუნთი), აბრაში (ტერფი).

საინტერესო ფაქტები

  • იუპ ჰაინკესის ბოლო თამაში "ალიანს არენაზე" მიუნხენურმა კლუბმა "აუგსბურგის" წინააღმდეგ 3:0 მოიგო. 
  • "ბაიერნმა" წინა ტურში "ვოლფსბურგთან" შინ ფრედ 2:2 ითამაშა და ბოლოს მიუნხენელებმა ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრა ბუნდესლიგაში 2014 წლის აპრილში ვერ მოიგეს.

  • "ფრაიბურგმა" ბუნდესლიგის ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა.

  • "ფრაიბურგს" მიუნხენის "ბაიერნთან" გერმანიის ჩემპიონატში 24 თამაში აქვს წაგებული - "რეკორდმაისტერი" "არწივებისთვის" ყველაზე უხერხული მეტოქეა.
  • "რეკორდმაისტერს" საკუთარ მოედანზე "ფრაიბურგთან" არასოდეს წაუგია: 15 მოგება, 2 ფრე.

  • რობერტ ლევანდოვსკიმ "ფრაიბურგის" წინააღმდეგ ჩატარებულ 11 თამაშში 12 გოლის გატანა მოახერხა.

  • "ფრაიბურგმა" თავის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი "ალიანს არენაზე" იწვნია. ეს 2011 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც "ბაიერნმა" მეტოქე შინ 7:0 გაანადგურა. მაშინ გუნდს იუპ ჰაინკესი წვრთნიდა.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები

იუპ ჰაინკესი: ​"ეს რთული მუშაობის ერთი კვირა იყო. ვარჯიშებზე ძალიან ბევრი ახალი რამ შევიმუშავეთ და ეს სახალისო პროცესი იყო. მომეწონა, რომ ამ ყველაფერში გუნდსი თითოეული მოთამაშე იყო ჩართული. ჩვენ შედეგი გვჭირდება, ხოლო თავდაჯერებულობა და რწმენა შემდეგ თავისით მოვა. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა საკუთარი თამაშის რწმენა კვლავ დაიბრუნონ. ზედმეტად ბევრ გოლს ვუშვებთ. დაცვაში სტაბილურად უნდა ვიმოქმედოთ და მოედნის სხვადასხვა ნაწილებს შორის კოორდინალურად ვითამაშოთ. შეტევაში კი ისეთი მაღალი დონის შემსრულებლები გვყავს, რომ რაღაც ყოველთვის უნდა შევქმნათ. ველი, რომ გუნდი საოცრად მოტივირებული იქნება და ენერგიულად ითამაშებს."


კრისტიან შტრაიხი: ​"ორი აზრი არ არსებობს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშეები გამარჯვებისთვის თავს დადებენ. თუმცა ჩვენც იგივეს ვაპირებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ უბრალოდ სპარინგის მონაწილენი ვიყოთ."​​​​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა