რობენი გვარდიოლა საფეხბურთო მანიაკია

რობენი გვარდიოლა საფეხბურთო მანიაკია

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, არიენ რობენმა, პეპ გვარდიოლა გაიხსენა და მასთან ერთად გატარებული პერიოდი შეაფასა.

"გვარდიოლასთან ერთად ბევრს ვხალისობდი და მისი წყალობით მართლაც განვვითარდი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ პეპი სხვადასხვა პოზიციაზე მათამაშებდა.

პეპმა მიუნხენში საკმაოდ გამორჩეული, სპეციფიკური, სათამაშო სტილი დაამკვიდრა. ის საფეხბურთო მანიაკია, ოღონდ კარგი გაგებით.

ჩემპიონთა ლიგაზე ტრავმების გამო არ გაგვიმართლა. არავინ იცის რა მოხდებოდა ყველა მწყობრში რომ ყიფილიყო.

მაშინ "ბაიერნი" მართლაც ძალიან ძლიერი გუნდი იყო და ვწუხვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება არ გამოგვივიდა.

ზოგი ამბობს, რომ პეპი მიუნხენში წარმატებული არ იყო, რადგან ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო. მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ.

პეპის ხელმძღვანელობით ულამაზეს ფეხბურთს ვთამაშობდით და ზედიზედ სამჯერ გავედით ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.

ვიცი, რომ მწვრთნელებს ტიტულების მიხედვითაც აფასებენ, მაგრამ მე ამის მიღმაც ვიყურები. ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი არ არის", - განაცხადა 35 წლის ჰოლანდიელმა.

ესპანელ სპეციალისტი მიუნხენურ გრანდში 2013-16 წლებში მოღვაწეობდა და "ბაიერნს" 7 ტიტული მოაგებინა, მათ შორის 3 ბუნდესლიგა, 2 გერმანიის თასი, 1 უეფას სუპერთასი და 1 კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატი.


25-05-2019, 18:51
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0