...

იუპის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება - ბაიერნმა სელტიკი გაანადგურა

მიუნხენის "ბაიერნმა" იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით მეორე თამაშიც ჩინებულად ჩაატარა და ამჯერად საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გლაზგოს "სელტიკი" გაანადგურა.

გერმანულმა გრანდმა თავიდანვე აქტიურად, სწრაფად დაიწყო და გოლიც მალევე გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა ტიაგოს ბურთი არ ჩათვალეს. თუმცა "ბაიერნმა" ანგარიში მაინც გახსნა - იოზუა კიმიხის დიდებული ჩაწოდების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ თავით დაარტყა. პოლონელს კრეიგ გორდონმა ბრწყინვალე სტილში აუღო, მაგრამ დამატებაზე ბურთთან თომას მიულერი გაჩნდა და კარის ბადე გახვრიტა - 1:0! რამდენიმე წუთში თავი უკვე კიმიხმა გამოიჩინა. კომანის გარღვევისა და რბილი ჩაწოდების შემდეგ იოზუამ თავით ულამაზესი ბურთი შეაგდო.

პირველ ტაიმში მიუნხენურ გრანდს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ მოახერხა. მეორე ტაიმის დასაწყისში "რეკორდმაისტერმა" კიდევ ერთი ბურთი გაიტანა - რობენის კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კარის ბადეში მატს ჰუმელსმა გადაგზავნა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბოლოსკენ იუპ ჰაინკესის გუნდი ცოტათი მოდუნდა და "სელტიკმა" გოლიც კი გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა არც შოტლანდიელებს ჩაუთვალეს ბურთი, მანამდე კი რობერტ ლევანდოვსკის გოლი გააუქმეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში სწორად მოიქცნენ.

3 ტურის შემდეგ მიუნხენურმა კლუბმა ჯგუფში 6 ქულა დააგროვა, მეორე ადგილი გაიმყარა და "პსჟ-ს" სამი ქულით ჩამორჩება. ჰაინკესმა კი ორიდან ორი მატჩი მშრალად და დამაჯერებლად მოიგო.

ბაიერნი 3:0 სელტიკი

გოლები: 1:0 - მიულერი (17'), 2:0 - კიმიხი (29'), 3:0 - ჰუმელსი (51').
გაფრთხილება: რობერტსი (39').

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი (რაფინია 80'), ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - რუდი, ტიაგო (ვიდალი 67') - რობენი, მიულერი, კომანი (ხამესი 78') - ლევანდოვსკი.

სელტიკი: გორდონი - ლუსტიგი, ბოიატა, გამბოა, ტერნი - სკოტ ბრაუნი, ნტჩამი, არმსტრონგი (როგიჩი 65') - რობერტსი (ფორესტი 78'), გრიფიტსი (დემბელე 65'), სინკლერი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა