რამდენიმე დღის წინ "პსჟს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მარკო ვერატის კორონავირუსი დაუფიქსირდა, რის გამოც "ბაიერნთან" თამაშებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. დღეს პარიზელთა ბანაკში ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
კერძოდ, წყაროს ცნობით, ამჯერად კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი განაპირა მცველს, ალესანდრო ფლორენცის მიუვიდა.
30 წლის ფეხბურთელს მარკო ვერატისთან კონტაქტი ჰქონდა, რის გამოც გასულ დღეებში ის იზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ისიც კოვიდინფიცირებულია.
ორივე ხსენებული ფეხბურთელი "ბაიერნთან" 1/4 ფინალური ეტაპის მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.