...

პრევიუ: ჰამბურგი - ბაიერნი

ზედიზედ ორი საშინაო თამაშის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით პირველ გასვლით თამაშს ჩაატარებს და "ჰამბურგს" დაუპირისპირდება.

ჰამბურგი - ბაიერნი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, IX ტური
თარიღი: 21 ოქტომბერი, 20:30 საათი
სტადიონი: "ვოლკსპარკშტადიონი", ჰამბურგი
მთავარი მსაჯი: მარკო ფრიტცი
პირდაპირი ტრანსლიცია: Setanta georgia+

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


"ჰამბურგმა" გერმანიის ჩემპიონატის ახალი სეზონი ორი გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ ძალიან მოუკლო და ახლა ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება. "დინოზავრებმა" ბუნდესლიგის ბოლო 6 ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს და 2 ბურთის გატანა მოახერხეს. გასულ უქმეებზე "ჰამბურგი" "მაინცთან" სტუმრად 2:3 დამარცხდა და ახლა სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციას იკავებს. საკმაოდ სუსტი შემოდგომის გამო მთავარი მწვრთნელის, მარკუს გისდოლის, გათავისუფლების საკითხი უკვე დადგა და არ არის გამორიცხული, გერმანელმა სპეციალისტმა საკუთარი პოსტი სწორედ დღევანდელი თამაშის შემდეგ დატოვოს. "ჰამბურგს" ცუდი შემადგენლობა ნამდვილად არ ჰყავს და შეტევაში კოსტიჩის, ჰანისა და ვუდის სახით საკმაოდ ტექნიკური, საინტერესო მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ გუნდს უკვე ჩამოუყალიბდა დამარცხებულის მენტალიტეტი და სავარაუდოდ ამ სეზონშიც გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.


იუპ ჰაინკესი მიუნხენურ გრანდში ღირსეულად დაბრუნდა - ორი საშინაო თამაში, ორი მშრალი და დამაჯერებელი გამარჯვება. ორიდან ორი მოგება, 8 გატანილი ბურთი და არცერთი გაშვებული - ჰაინკესზე უკეთესად "ბაიერნში" სამწვრთნელო მოღვაწეობა მხოლოდ უდო ლატეკმა დაიწყო, რომლის "ბაიერნმაც" 1970 წელს საწყისი 2 თამაში 10:0-ზე ბურთების შეფარდებით მოიგო. იუპის მოსვლის შემდეგ "რეკორდმაისტერის" თამაშში გამოჩნდა ორგანიზაცია, დაიწყო გოლების გატანა თომას მიულერმა, სასტარტო შემადგენლობა, კონკრეტულად კი დაცვის ხაზი, სტაბილური გახდა და გუნდში ატმოსფეროც გაუმჯობესდა. თუმცა იუპსა და მის შეგირდებს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ, რასაც თავად 72 წლის გერმანელი სპეციალისტიც არ მალავს. ჩემპიონთა ლიგაზე გლაზგოს "სელტიკთან" თამაშში მეორე ტაიმში გუნდმა კონცენტრაცია დროებით დაკარგა, რაც ასეთ დონეზე ყოვლად დაუშვებელია. დღეისთვის მოსალოდნელია, რომ ჰაინკესი შანსს მისცემს სამხრეთ ამერიკელებს - არტურო ვიდალს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და სრულ მზადყოფნაშია და ხამეს როდრიგესს, რომელსაც უბრალოდ მეტი ნდობა და მხარდაჭერა სჭირდება.

მიუნხენური გრანდი დღევანდელ თამაშში უპირობო ფავორიტია, მაგრამ "ჰამბურგი" საკუთარ მოედანზე არაფერს დათმობს, ამიტომ ჰაინკესის გუნდს სრული მობილიზება და მაღალი დონის თამაში ესაჭიროება.

სავარაუდო შემადგენლობები


ჰამბურგს დააკლდებიან: იანიჩიჩი (ვირუსი), ნიკოლაი მიულერი (მუხლი).

ბაიერნს დააკლდებიან: ნოიერი (ტერფი), მარტინესი (მხარი), ბერნატი (ბოლომდე არ არის მზად), რიბერი (მუხლი).

საინტერესო ფაქტები

  • მიუნხენის "ბაიერნისთვის" "ჰამბურგი" იდეალური მოწინააღმდეგეა - მიუნხენელებს ამ გუნდის წინააღმდებ ბოლო 17 თამაში არ წაუგია (14 მოგება, 3 ფრე), ამ პერიოდში "დინოზავრებს" 64 გოლი გაუტანა (მატჩში საშუალოდ სამზე მეტი) და თავად მხოლოდ 7 ბურთი გაუშვა.

  • "ჰამბურგი" მიუნხენური გრანდი ბოლოს 2009 წლის სექტემბერში დაამარცხა და ეს სწორედ ჰამბურგში მოხდა - 1:0.

  • მარკუს გისდოლის გუნდმა ბუნდესლიგის ახალ სეზონში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, ხოლო საკუთარ მოედანზე - ერთადერთი.

  • "ჰამბურგს" ბუნდესლიგის საშინაო თამაშებში 499 გამარჯვება აქვს და საიუბილეო მე-500 ტრიუმფის მოლოდინშია. გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში საკუთარ კედლებში 500 გამარჯვება მხოლოდ ბრემენის "ვერდერსა" და მიუნხენის "ბაიერნს" აქვთ მოპოვებული.

  • რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ზედიზედ 5 თამაშში აქვს გატანილი გოლი - მას "ბაიერნის" მაისურით ამაზე გრძელი შედეგიანი სერი არ ჰქონია.

  • "ჰამბურგის" წინააღმდეგ კი 29 წლის პოლონელს 12 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. 

  • "ჰამბურგთან" თამაში არიენ რობენსაც ძალიან უყვარს. ჰოლანდიელს ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ "ჰამბურგის" კარში აქვს გატანილი - 9 ბურთი და პლიუს 5 ასისტი.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები

მარკუს გისდოლი: ​"არ ვიღებ იმ მიდგომას, რომ შანსი არ გვაქვს. ასეთი განწყობა თამაშის წინ სრულიად გაუგებარია. "ბაიერნის" წინააღმდეგ ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ შანსი ყოველთვის არსებობს.

მათ "სელტიკის" წინააღმდეგ ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშეს და 6:0 ან 7:0 უნდა მოეგოთ. ეს საკმაოდ რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ!"

იუპ ჰაინკესი: ​"ეს თამაში "სელტიკთან" წინა მატჩისგან განსხვავებული იქნება. ვფიქრობ, "ჰამბურგი" გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე ეს ამ გუნდის შედეგებში ჩანს. სწორედ ამიტომ, მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ.

ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ გასვლაზეთ სრული თავდაჯერებულობითა და სტაბილურობით შეგვიძლია თამაში. უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც წინა ორ საშინაო თამაშში.


მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ არასოდეს გაჩერდნენ! არასოდეს დაკმაყოფილდნენ! ჩვენ მხოლოდ კარგი სტარტი ავიღეთ და მეტი არაფერი.

ჩვენ ორჯერ შევინახეთ კარი მშრალად, მაგრამ მეტოქეებს შანსები ჰქონდათ. "ბაიერნს" დაცვაში კოორდინაცია და დისციპლინა ჯერ კიდევ აკლია. იმისათვის, რომ მოვუმატოთ, უნდა ვიმუშავოთ, ვიმუშავოთ და ვიმუშავოთ!

საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ პირველ რიგში სათამაშო რითმის აკრეფვა და რწმენის დაბრუნებაა საჭირო. როტაციას კი მაშინ უნდა მიმართო, როდესაც გრძნობ, რომ ეს სწორი იქნება. ვნახოთ, შესაძლოა ამჯერად ორი ან სამი ცვლილება განვახორციელო."​​​​​​​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა პრევიუ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა