...

ტრადიცია გრძელდება - მიულერის შემდეგ ჰუმელსიც დაიმტვრა

უკანასკნელ წლებში მიუნხენურ გრანდში ძალიან არასასიამოვნო ტრადიცია დამკვიდრდა - ყოველი მნიშვნელოვანი ეტაპის წინ გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ემტვრევა.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ "ჰამბურგთან" ბოლო შეხვედრაში თომას მიულერის გარდა დაზიანება დაცვის ლიდერმა, მატს ჰუმელსმაც, მიიღო.

28 წლის გერმანელმა "ბაიერნის" გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და ამის მიზეზად ტერფის პრობლემები სახელდება. მოსალოდნელია, რომ ჰუმელსი მომდევნო მატჩს, გერმანიის თასზე სტუმრად "ლაიფციგის" წინააღმდეგ, გამოტოვებს.

სათასო დუელის შემდეგ "რეკორდმაისტერი" "ლაიფციგს" 28 ოქტომბერს ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე შეხვდება, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომდევნო თამაშისთვის გლაზგოში გაემგზავრება და სანაკრებო პაუზის წინ სტუმრად დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება.

იუპ ჰაინკესის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველი რთული პერიოდი დადგა და შესაძლოა ეს მატჩები მიულერმა და ჰუმელსმა მთლიანად გამოტოვონ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მატს ჰუმელსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა