...

რობენი: "კვლავ 5:4? თანახმა ვარ"

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა ვინგერმა, არიენ რობენმა, გერმანიის თასის მეორე წრის შეხვედრის წინ "ლაიფციგთან" ბოლო თამაში გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგივე სანახაობას დიდი სიამოვნებით იხილავდა.

ბუნდესლიგის გასული სეზონის ბოლოს, 33-ე ტურში, "რეკორდმაისტერმა" ლაიფციგში არანორმალური მატჩი ჩაატარა და მთავარი კონკურენტი გასვლაზე 5:4 დაამარცხა. "ლაიფციგს" შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 4:2 მიყავდა, მაგრამ დარჩენილ დროში კარლო ანჩელოტის გუნდმა 3 ბურთი გაიტანა და გამარჯვების გოლი ჩინებული სოლორეიდის შემდეგ სწორედ რობენმა შეაგდო.

"კვლავ 4:5? მზად ვარ ამას ეგრევე მოვაწერო ხელი, ვინაიდან ეს ბრწყინვალე სანახაობა იყო და ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

თუმცა რეალურად არ ვფიქრობ, რომ კვლავ ასეთი თამაში გაიმართება. ეს საკმაოდ რთული, ძალიან ინტენსიური დაპირისპირება იქნება. კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან ვიცით რა გველის წინ", - განაცხადა 33 წლის ჰოლანდიელმა.

მიუნხენური კლუბი "ლაიფციგს" ამჯერად გერმანიის თასის ეგიდით ესტუმრება და მატჩი ხვალ საღამოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, გაიმართება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა