...

ბაიერნის ყოფილი ფორვარდი: "ხამესმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ადოლფო ვალენსიამ, თანამემამულე ხამეს როდრიგესი გაამხნევა და აღნიშნა, რომ თომას მიულერის არყოფნაში როდრიგესმა უნდა წარმოაჩინოს თავი.

"რეკორდმაისტერის" 28 წლის გერმანელმა შემტევმა "ჰამბურგთან" წინა თამაშში კუნთის დაზიანება მიიღო და სამი კვირის გამოტოვება მოუწევს. ამ პერიოდში კი მის პოზიციაზე, სავარაუდოდ, ხამეს როდრიგესი ითამაშებს.

"მიულერის ტრავმა ტრაგედია არ არის, ვინაიდან "ბაიერნს" ხამეს როდრიგესი ჰყავს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე საკმარისი გამოცდილება აქვს დაგროვებული.

ხამესს "ბანფილდში", "პორტუში", "მონაკოსა" და მადრიდის "რეალში" აქვს ნათამაშები - ამ კლუბების რიგებში ასპარეზობა კი მარტივი სულაც არ რის.

ახლა "ბაიერნში" მაღალი კონკურენციაა, ამიტომ მისთვის ბევრი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა ძალიან რთულია, ამიტომ ხამესმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ახლა მას ბევრი მატჩის ჩატარების შანსი ექნება და დროა დაამტკიცოს თუ რა შეუძლია", - განაცხადა ადოლფო "ელ ტრენ" ვალენსიამ.

ადოლფო ვალენსია კოლუმბიელი თავდამსხმელია, რომელიც "ბაიერნის" ღირსებას 1993-94 წლების სეზონში იცავდა და ბუნდესლიგაში ჩატარებულ 26 თამაშში 11 გოლი გაიტანა.

26 წლის ხამეს როდრიგესი მიუნხენელებმა ამ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" იჯარის წესით დაიმატეს და ხამესმა ჯერჯერობით მხოლოდ "შალკეს" წინააღმდეგ გაიბრწყინა, როდესაც გუნდმა გელზენკირხენში 3:0 იმარჯვა, კოლუმბიელმა კი პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა