...

პრევიუ: ლაიფციგი - ბაიერნი

დღეს მიუნხენის "ბაიერნისთვის" მიმდინარე სეზონში პირველი რთული ეტაპი და მნიშვნელოვანი მატჩების სერია იწყება. იუპ ჰაინკესის გუნდი გერმანიის თასზე ამბიციურ "ლაიფციგს" დაუპირისპირდება.

ლაიფციგი - ბაიერნი

ჩემპიონატი: გერმანიის თასი, მეორე წრე
თარიღი: 25 ოქტომბერი, 22:45 საათი
სტადიონი: "რედ ბულ არენა", ლაიფციგი
მთავარი მსაჯი: ფელიქს ცვაიერი
პირდაპირი ტრანსლიაცია: -

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


"ლაიფციგმა" ახალი სეზონი შედარებით მძიმედ დაიწყო, ვინაიდან გუნდი უკვე ორ ფრონტზე (ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა) იბრძვის და თანაც გამოუცდელია, მაგრამ ახლა "ხარებმა" მიმდინარე კამპანიაში საუკეთესო ფორმა აკრიფეს და ზედიზედ ოთხი თამაშის მოგება მოახერხეს. ამ 4 შეხვედრიდან ორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო: სტუმრად დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ და შინ "პორტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე. ორივე მატჩი "ლაიფციგმა" ერთნაირი ანგარიშით, 3:2 მოიგო და "ბაიერთან" მორიგი რთული თამაშების წინ კარგი განწყობა შეიქმნა. გასულ უქმეებზე რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდმა შინ "შტუტგარტი" მიიღო, საკმაოდ არადამაჯერებლად ითამაშა და მეტოქე მხოლოდ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. "ლაიფციგს" კვლავ საკმაოდ ენერგიული, მობილური და ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, აქცენტს შემტევ და კომბინაციურ ფეხბურთზე აკეთებს, მაგრამ გასულ სეზონთან შედარებით დაცვის ხაზი მოისუსტებს და ნაკლებად ორგანიზებულია. "ლაიფციგი" დღევანდელ მატჩს ყოველგვარი საკადრო პრობლემის გარეშე ხვდება და ჰაზენჰიუტლი საუკეთესო თერთმეტეულს შეარჩევს.


მიუნხენის "ბაიერნმა" გასულ უქმეებზე ჰამბურგში სუსტად იასპარეზა, მაგრამ კორენტინ ტოლისოს გოლით 1:0 მაინც იმარჯვა და იუპ ჰაინკესის წარმატებული სტარტი გაგრძელდა. თუმცა შეხვედრის შემდეგ 72 წლის გერმანელმა სპეციალისტმაც აღიარა, რომ "ბაიერნის" თამაშში ბევრი ხარვეზი იყო. "ჰამბურგთან" გასვლით შეხვედრაში მიუნხენელებმა თომას მიულერი დაკარგეს, რომელიც მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, საგოლე პასი გააკეთა და კუნთის ტრავმის გამო მინდორი 54-ე წუთზე დატოვა. როგორც გაირკვა, თომასს 3 კვირის გამოტოვება მოუწევს, რაც ძალიან დასანანია, ვინაიდან ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ მიულერი ჩინებულად ათამაშდა. ახლა კი "ბაიერნს" მიმდინარე სეზონში ყველაზე რთული პერიოდი აქვს, მიულერს კი თამაშგარე ყოფნა მოუწევს და სავარაუდოდ, მის ადგილს კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი დაიკავებს. 26 წლის სამხრეთ ამერიკელისთვის ეს იდეალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს და საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს. "ჰამბურგთან" თამაშში მცირე დაზიანება მატს ჰუმელსმაც მიიღო, მაგრამ 28 წლის გერმანელი გუნდთან ერთად ლაიფციგში ჩავიდა და ალბათ მოედანზე გასვლასაც მოახერხებს. იუპ ჰაინკესისთვის ეს პირველი რთული მატჩია და გუნდი მაქსიმალურად მობილიზებული, კონცენტრირებული იქნება.

"ლაიფციგსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გასულ სეზონში ორი ფანტასტიკური მატჩი შედგა, ახლა კი ეს გუნდები ერთმანეთს ჯერ გერმანიის თასზე, რამდენიმე დღეში კი ბუნდესლიგაში შეხვდებიან. ვნახოთ როგორ ჩააბარებს დონ იუპი პირველ სერიოზულ გამოცდას.

სავარაუდო შემადგენლობები
ლაიფციგს დააკლდებიან: -

ბაიერნს დააკლდებიან: ნოიერი (ტერფი), ბერნატი (ჯერ არ არის მზად), რიბერი (მუხლი), მიულერი (კუნთი).

საინტერესო ფაქტები

  • "ლაიფციგი" და მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის თასზე ერთმანეთს ისტორიაში პირველად ხვდებიან.

  • გასულ სეზონში "რეკორდმაისტერმა" რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდს ბუნდესლიგაში ორიდან ორი თამაში მოუგო: 3:0 მიუნხენში და 5:4 ლაიფციგში.

  • "ლაიფციგს" გერმანიის თასის მეორე წრის ეტაპი მხოლოდ ერთხელ აქვს გადალახული - 2014/15 წლების სეზონში. თუმცა მაშინ "ხარებმა" შინ "აუე" დაამარცხეს, ახლა კი მეტოქე "ბაიერნია."

  • გასულ სეზონში რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდი გერმანიის თასის პირველივე წრეში დამარცხდა - "ლაიფციგს" დრეზდენის "დინამომ" პენალტების სერიაში (2:2 და 5:4) მოუგო.

  • იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით ბოლო 19 მატჩიდან (2012/13 წლების სეზონის ჩათვლით), "ბაიერნმა" 18 თამაში მოიგო.

  • მიუნხენური გრანდი კი უკვე 8 წელია გერმანიის თასზე მინიმუმ ნახევარფინალამდე მიდის.

წინასამატჩო კომენტარები

რალფ ჰაზენჰიუტლი: ​"წინ დიდებული სათასო საღამო გველის. მთავარი გამარჯვებაა და მნიშვნელობა არ აქვს ამას ძირითად დროში, დამატებით დროში თუ პენალტების სერიაში მოვიპოვებთ."​​​


იუპ ჰაინკესი: "ეს განსაკუთრებული თამაშია ბუნდესლიგის ორი მაღალი დონის გუნდს შორის. ეს იქნება უდავოდ დრამატული, ინტენსიური და ხარისხიანი თამაში, რომელსაც დიდი ფასი ექნება. თუ გერმანიის თასზე დარჩენა გვსურს, მაღალი დონის ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ.

"ლაიფციგს" საკმაოდ ახალგაზრდული და ნიჭიერი გუნდი ჰყავს. ისინი ახლა კარგ ფორმაში არიან და ქომაგები საოცრად უმაგრებენ ზურგს. "რედ ბულ არენაზე" შექმნილ ატმოსფეროს ჩვენზე გავლენის მოხდენის უფლება არ უნდა მივცეთ და დისციპლინირებულად ვიმოქმედოთ."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის თასი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა