დუბლი გაფორმებულია  ბაიერნმა ლაიფციგი 30 გაანადგურა

დუბლი გაფორმებულია ბაიერნმა ლაიფციგი 30 გაანადგურა

მიუნხენურმა გრანდმა ორწლიანი შესვენების შემდეგ გერმანიის თასის ტიტული დაიბრუნა და ნიკო კოვაჩმა სადებიუტო სეზონში დუბლი დადო.

გერმანიის თასის ფინალში "რეკორდმაისტერმა" ბერლინში "ლაიფციგი" 3:0 გაანადგურა და მორიგი ტურნირი მოიგო.

მიუნხენელებს თავიდან თამაში არ წაუვიდათ, "ლაიფციგმა" მჭიდრო და აქტიური პრესინგით "ბაიერნს" ბურთის გათამაშების საშუალება არ მისცა.

პირველი საგოლე მომენტიც "ხარებმა" შექმნეს - კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავით იუსუფ პოულსენი შეწვდა და "ბაიერნი" რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა მანუელ ნოიერმა ფანტასტიკური რეაქციით გადაარჩინა.

"რეკორდმაისტერმა" კი თავისი პირველივე შანსი გამოიყენა - კომანმა მარცხენა ფრთაზე დავიდ ალაბას გაუყოლა, ხოლო ავსტრიელის ჩაწოდების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ფანტასტიკური თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.

ამის შემდეგ "ბაიერნი" უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო. მატს ჰუმელსის იდეალური გადაცემით კინგსლი კომანი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ფრანგმა გულაჩი ჩამოიტოვა, მაგრამ "ლაიფციგი" გაშვებულ გოლს კონატემ სასწაულებრივ გადაარჩინა.

პირველი ტაიმი მიუნხენელებმა 1:0 მოიგეს, მეორე ნახევრის სტარტზე კი მანუ ნოიერს კვლავ მოუწია სუპერ-სეივის განხორციელება. ემილ ფორსბერგი მანუსთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კაპიტანმა "ბაიერნი" კვლავ იხსნა.

თავისი მომენტები ჰქონდათ მიუნხენელებსაც და პეტერ გულაჩის რამდენიმეჯერ მოუწია თამაშში ჩართვა. შეხვედრის 65-ე წუთზე კი 8 თვიანი შესვენების შემდეგ მოედანს კორენტენ ტოლისო დაუბრუნდა - ფრანგმა ცენტრმა ხავი მარტინესი შეცვალა.

მიუნხენელებმა დამაჯერებელი თამაში გააგრძელეს და 78-ე წუთზე კინგსლი კომანმა მშვენიერი ბურთი გაიტანა და "ლაიფციგს" თითქმის ყველანაირი იმედი გადაუწურა - 2:0.

რამდენიმე წუთში კი იოზუა კიმიხის დიდებული გადაცემის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ აკრიფა სისწრაფე, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ოსტატურად გადაუგდო ბურთი - 3:0.

შეხვედრის ბოლო წუთზე არიენ რობენს იდეალური შანსი მიეცა, მაგრამ ჰოლანდიელმა მარჯვენა ფეხით ცარიელ კარს გადააცილა ბურთი.

ნიკო კოვაჩმა გერმანიის თასის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო, ხოლო "ბაიერნმა" ეს ტურნირი ისტორიაში მე-19-ედ მოიგო.


26-05-2019, 02:56
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0