"პსჟს" პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა მიუნხენის "ბაიერნთან" გასვლაზე მოგების შემდეგ განაცხადა, რომ "ეს იყო კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება".
"ჩვენ გავიმარჯვეთ იქ, მიუნხენში, ანგარიშით 2-3, მიუხედავად რამდენიმე მნიშვნელოვანი დანაკლისისა."
"ამ მოგებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ნახევარფინალისკენ, მაგრამ ეს ჯერ არ არის დასასრული, წინ განმეორებითი მატჩია, რომელსაც სახლში, პარკ დე ფრანსზე გავმართავთ შემდეგ კვირაში."
"გვინდა, რომ მოვიგოთ ის მატჩიც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთის." - აცხადებს "პსჟს" პრეზიდენტი.