...

ვიდალმა ბაიერნის მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, დღეს საღამოს, გერმანიის თასის მეორე წრეში, "რეკორდმაისტერის" მაისური მეასედ მოირგო.

იუპ ჰაინკესის გუნდმა სტუმრად "ლაიფციგთან" ძალიან რთული და დრამატული ბრძოლა გადაიტანა. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მიუნხენელებმა 5:4 იმარჯვეს.

30 წლის ჩილელმა საყრდენმა მოედანზე 57 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც საკუთარი ადგილი სებასტიან რუდის დაუთმო.

არტურო ვიდალი გერმანულმა გრანდმა 2015 წლის ზაფხულში ტურინის "იუვენტუსიდან" დაიმატა და მას შემდეგ მებრძოლი სამხრეთ ამერიკელი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.

არტურომ "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 100 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არტურო ვიდალი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა