...

პრევიუ: ბაიერნი - ლაიფციგი

გერმანიის თასზე საოცარი ბრძოლის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" "ლაიფციგს" კიდევ ერთხელ შეხვდება. ამჯერად იუპ ჰაინკესის გუნდი "ხარებს" შინ, ბუნდესლიგის მეათე ტურში, მიიღებს.

ბაიერნი - ლაიფციგი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, X ტური
თარიღი: 28 ოქტომბერი, 20:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: დანიელ ზიბერტი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta Georgia+

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


"ლაიფციგმა" შუაკვირას გერმანიის თასის მეორე წრეში მიუნხენის "ბაიერნს" საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და მანამ, სანამ გუნდები მინდორზე თანაბარი შემადგენლობებით იყვნენ, "ხარები" მიუნხნელებზე უკეთაც გამოიყურებოდნენ. თუმცა ნაბი კეიტას გაძევების შემდეგ რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდმა უკან დაიხია და კონტრშეტევებზე დაიწყო თამაში. მიუხედავად 10 კაცით თამაშისა "ლაიფციგმა" გმირულად იბრძოლა და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, სადაც 4:5 დამარცხდა. ლაიფციგში საოცრად დრამატული, სანახაობრივი და დაძაბული თამაში შედგა, ახლა კი ამ დაპირსპირების მეორე ნაწილი მიუნხენში, ბუნდესლიგის ეგიდით, გაიმართება. "ბაიერნთან" სათასო მატჩამდე "ლაიფციგს" ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 4 თამაში ჰქონდა მოგებული, ამიტომ მიმდინარე სეზონში "ხარებს" საუკეთესო ფორმა აქვთ აკრეფილი და "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ. სათასო თამაშთან შედარებით ცვლილებები მოსალოდნელია. ოთხშაბათს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ბერნარდო იყო, რომელსაც სავარაუდოდ კლოსტერმანი ჩაანაცვლებს. გარდა ამისა, ტიმო ვერნერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სათადარიგო სკამზე დაიწყო, დღეს სასტარტო თერთმეტეულში იქნება.


მიუნხენურმა გრანდმა ლაიფციგში მართლაც უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და თამაშის ბოლოს, საკადრო პრობლემების გამო, იუპ ჰაინკესს მოედანზე დებიუტანტი გერმანელი თავდამსხმელის, კვასი ვრაიდტის, შეყვანა მოუწია, რომელსაც რეალური მომენტი ჰქონდა და ბურთი ხარიხას გაარტყა. "რეკორდმაისტერმა" "ლაიფციგთან" სათასო დაპირისპირებაში სერიოზული ენერგია დახარჯა და ნერვული სისტემაც დაიზიანა. ახლა კი მიუნხენელებს რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდთან მორიგი მატჩი ელით, მაგრამ ამჯერად შეხვედრა "ალიანს არენაზე" გაიმართება. ლაიფციგში ჟერომ ბოატენგმა და კორენტინ ტოლისომ სუსტი მატჩი ჩაატარეს, გარდა ამისა, ჟერომი, რომელიც ოპტიმალურ კონდინციებში ჯერ კიდევ არ იმყოფება, ძალიან გადაიღალა და მოსალოდნელია, რომ ჰაინკესი ამ ორ ფეხბურთელს შეცვლის. დაცვის ცენტრში მატს ჰუმელსის გვერდით ნიკოლას ზიულე დადგება, ხოლო მოედნის ცენტრში არტურო ვიდალს სებასტიან რუდი დაეხმარება. თუმცა არ არის გამორიცხული, სასტარტოში ხავი მარტინესიც ვიხილოთ, რომელიც ოთხშაბათს მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და მხრის დაზიანება სრულიად მოიშუშა. გარდა ამისა, "ბაიერნს" ხამეს როდრიგესიც დაუბრუნდა. 26 წლის კოლუმბიელი ლაიფციგში მხრის პრობლემების გამო ვერ წავიდა, მაგრამ დღეისთვის მზად არის. "რეკორდმაისტერს" წინ ორი (გლაზგოსა და დორტმუნდში) უმძიმესი გასვლა აქვს, ამიტომ მიუნხენელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ კარგი განწყობა შეიქმნან.

"ბაიერნისა" და "ლაიფციგის" მორიგი დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს და ვნახოთ ამჯერად რას შესთავაზებს ბუნდესლიგის გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა ბუნდესლიგის ბოლო ხუთგზის ჩემპიონს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნს დააკლდებიან: ნოიერი (ტერფი), ბერნატი (ბოლომდე არ არის მზად), რიბერი (მუხლი), მიულერი (ბარძაყი).

ლაიფციგს დააკლდებიან: ბრუმა (ბარძაყი), ილზანკერი (ფეხის თითი).

საინტერესო ფაქტები

  • არიენ რობენს ერთი გოლი აკლია იმისათვის, რომ "ბაიერნის" ისტორიაში, ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით, ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდეს. 

  • 33 წლის ჰოლანდიელს ამჟამად გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში 92 ბურთი აქვს გატანილი - იმდენივე, რამდენიც ჯოვანი ელბერს.

  • იოზუა კიმიხი მიუნხენურმა გრანდმა 2015 წელს სწორედ "ლაიფციგიდან" დაიმატა. იომ 2013-15 წლებში ჯერ მესამე ბუნდესლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი მეორე ბუნდესლიგაში - 27.

  • მიმდინარე სეზონში, ამ ეტაპამდე გამოყენებული სასტარტო შემადგენლობების მიხედვით, მიუნხენის "ბაიერნს" ბუნდესლიგაში ყველაზე ასაკოვანი გუნდი ჰყავს, "ლაიფციგს" კი - ყველაზე ახალგაზრდული.

  • გასულ სეზონში "რეკორდმაისტერმა" რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდს ბუნდესლიგაში ორივე თამაში მოუგო: შინ 3:0 და სტუმრად 5:4.

  • ჰაზენჰიუტლს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით მიუნხენური კლუბის წინააღმდეგ ყველა მატჩი წაგებული აქვს (2 "ინგოლშტადტის" და 2 "ლაიფციგის" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში).

  • "ლაიფციგის" ფორვარდმა, ტიმო ვერნერმაც, "ბაიერნის" წინააღმდეგ ბუნდესლიგაში ჩატარებული შვიდივე თამაში წააგო.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები

იუპ ჰაინკესი: ​"ეს მორიგი დიდებული მატჩი იქნება. საკუთარ სტადიონზე, საკუთარი ქომაგების მხარდაჭერის ფონზე, მცირე უპირატესობა გვექნება. 120 წუთიანი ბრძოლის შემდეგ სათამაშო რითმის დაბრუნება არცერთი გუნდისთვის არ არის მარტივი. დაღლილობა ალბათ ორივე გუნდს დაეტყობა. თუმცა როდესაც თამაში დაიწყება, შესაძლოა ყველაფერი დავიწყებას მიეცეს და გუნდებმა ახალი ტემპი აკრიფონ.


გერმანიის თასის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა გვექნება, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს თამაში უფრო იოლი იქნება. მორიგი კოცენტრირებული თამაში გვჭირდება და "ლაიფციგს" თამაშში ჩართვის უფლება არ უნდა მივცეთ."

რალფ ჰაზენჰიუტლი: ​"როდესაც დორტმუნდში იგებ, მიუნხენში ჩასვლის წინ არანაირი შიში არ უნდა გქონდეს. ჩვენ კვლავ ისეთივე მენტალიტეტი გვაქვს, როგორც აქამდე. გასვლაზე უკვე არაერთი ბრძოლა გადავიტანეთ და კიდევ ერთსაც გავუძლებთ."​​​​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა პრევიუ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა