...

ბაიერნი 2:0 ლაიფციგი - მატჩისშემდგომი კომენტარები

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" შინ "ლაიფციგი" მიიღო და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა - 2:0.

შეხვედრის შემდეგომ გამართულ პრესკონფერენციაზე კი მატჩი კლუბების წარმომადგენლებმა შეაფასეს.

იუპ ჰაინკესი: "სათასო თამაშის შემდეგ დღეს საკმაოდ მოტივირებულები და მობილიზებულნი ვიყავით. ამ მატჩს კარგად მომზადებული შევხვდით. რა თქმა უნდა, მე-14 წუთიდან 10 კაცით თამაში "ლაიფციგისთვის" სერიოზული პრობლემა გამოდგა. თუმცა ჩემმა გუნდმა თამაში სრულიად გააკონტროლა და ბურთს ჭკვიანურად ფლობდა. კიდევ ერთი ბურთის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო დაცვაში სოლიდური თამაში და მეტოქის უშანსოდ დატოვება. ეს ძალიან მომეწონა."

ჟერომ ბოატენგი: "ძალიან კარგად დავიწყეთ. "ლაიფციგმა" სწრაფი წითელი ბარათი მიიღო და ამან მოწინააღმდეგე არაკომფორტულ სიტუაციაში ჩააგდო. პირველ ტაიმში კარგად ვიასპარეზეთ და ორი გოლი გავიტანეთ, რამაც თამაში საბოლოოდ მოკლა. მეორე ნახევარში ალბათ უკეთ თამაში გვმართებდა. ვიცით, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით."

დავიდ ალაბა: "შედეგი ნორმალურია. გაძევებამ ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი. როდესაც საკუთარ მოედანზე წინ გავდივართ, შემდეგ ჩვენი დამარცხება ძალიან რთულია. მეორე ტაიმში იმის გაგრძელება გვსურდა, რაც პირველში დავიწყეთ. ეს არ გამოგვივიდა, მაგრამ კარი მშრალად შევინახეთ და ეს ჩვენი მიზანი იყო. ახლა კი ფორმის შენარჩუნება და იმ გზის გაგრძელება გვინდა, რომელზეც წარმატებით დავდექით."

რალფ ჰაზენჰიუტლი ("ლაიფციგის" მთავარი მწვრთნელი): "ამ სეზონში ბევრი რამის მოთმენა გვიწევს. პირველი ტაიმის შემდეგ სახლში წასვლა შეგვეძლო. ამის შემდეგ უბრალოდ თავს ვიცავდით და ოთხშაბათისთვის ბიჭები დავასვენეთ. როდესაც "ბაიერნის" წინააღმდეგ რამდენიმე დღეში ორჯერ თამაშობ და ორივეჯერ მოთამაშეს გიძევებენ, რაიმის მიღწევა ძალიან რთულია."

დიეგო დემე ("ლაიფციგის" ნახევარმცველი): "ამბიციური გეგმები გვაქვს. წითელი ბარათისა და გაძევების შემდეგ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. თუმცა იმედი ჯერ კიდევ გვქონდა და 1:0-ზე ერთი კარგი კონტრშეტევაც განვახორციელეთ. ამის შემდეგ კი "ბაიერნი" შეცდომებს აღარ უშვებდა და მეორე ბურთიც გაიტანა."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა