...

ლიოვი ჭორებს გამოეხმაურა: "ახლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ"

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვი, მისი მიუნხენის "ბაიერნში" წასვლის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ამაზე საერთოდ არ ფიქრობს.

57 წლის გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი გაისად "რეკორდმაისტერის" სამწვრთნელო სკამის დაკავების ერთ-ერთი კანდიდატია.

"ეს თემა ახლა ჩემთვის განხილვის ღირსიც არ არის. რა თქმა უნდა, საკუთარი თავი საკლუბო დონეზე წარმომიდგენია, მაგრამ გერმანული ფეხბურთის ფედერაციასთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე მაქვს, წინ კი მსოფლიო პირველობაა.

ამ მომენტისათვის ჩემს თავში მხოლოდ ერთი რამ ტრიალებს - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა არაფერი!", - განაცხადა იოგი ლიოვმა.

იოახიმ ლიოვი "ბუნდესნაკრებს" 2006 წლიდან მოყოლებული წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით გერმანიამ ყოველ დიდ ტურნირზე საპრიზო ადგილი ანუ მედალი მოიპოვა, ხოლო 2014 წელს სანუკვარ მიზანსაც მიაღწია - მსოფლიო თასი ჩაიგდო ხელთ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იოახიმ ლიოვი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა