...

ლევანდოვსკი: "ყველა მატჩში 90 წუთი ვერ ვითამაშებ!"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, "ლაიფციგთან" შეხვედრაში მიღებულ დაზიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის საკმაოდ მძიმეა.

29 წლის პოლონელმა ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეხვედრა ვერ ჩაამთავრა და მოედანი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე იძულებით დატოვა. როგორც თამაშის შემდეგ გაირკვა, მას კუნთის მცირე პრობლემები აქვს და მდგომარეობა სერიოზული არ არის.

"საქმე უბრალოდ ტკივილებთან მქონდა, მაგრამ გარისკვა არ მსურდა. ყველაფერი არც ისე ცუდად არის, მაგრამ ეს სეზონი ჩემთვის საკმაოდ მძიმეა. ზაფხულიდნ მოყოლებული ყოველ სამ დღეში ერთხელ მიწევს თამაში - "ბაიერნის" ან პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში.

ყველა მატჩში 90 წუთით ვერავინ ითამაშებს, მაგრამ ამ მომენტისათვის სხვა არჩევანი არ მაქვს. "ბაიერნში" ჩემს პოზიციაზე დუბლიორი არ არის", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებული 16 ოფიციალური თამაშიდან ყველა სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და მინდორზე ყველა მეტი დრო სწორედ მას აქვს გატარებული.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა