...

ლაიფციგის დირექტორი: "ბაიერნთან ვერნერის თაობაზე არ გვისაუბრია"

"ლაიფციგის" გენარალურმა დირექტორმა, ოლივერ მინცლაფმა, "Sport1-თან" საუბრისას აღნიშნა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან ჰქონდა შეხვედრა და მათ ტიმო ვერნერის ტრანსფერზე სიტყვა არ ჩამოუგდიათ.

"ჩვენ ვერნერი გვჭირდება და მასთან განშორება არ გვსურს. "ბაიერნს" "ლაიფციგისთვის" ტიმოს თაობაზე წინადადება არ შემოუთავაზებია, მაგრამ რომც მოგვმართონ, მაინც მშვიდად ვიქნებით.

ვერნერი თავისი ამჟამინდელი კონტრაქტითა და კლუბში თავისი მდგომარეობით სავსებით კმაყოფილია. მოხარულნი ვართ, რომ მასთან ერთად ერთად გრძელი გზის გავლა შეგვიძლია", - განაცხადა მინცლაფმა.

21 წლის ტიმო ვერნერმა გასულ სეზონში ფანტასტიკური თამაში აჩვენა და ახლა გერმანიის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემტევია, რომლითაც არაერთი ევროპული ტოპ-კლუბი ინტერესდება, მათ შორის "ბაიერნიც."

ვერნერის ამჟამინდელი კონტრაქტი თავის კლუბთან 2020 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ოლივერ მინფცლაფი ტიმო ვერნერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა