...

პრევიუ: სელტიკი - ბაიერნი

"ლაიფციგთან" შიდაასპარეზზე გამართული ორი მატჩის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება და რობერტ ლევანდოვსკის გარეშე გლაზგოში საჭირო გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

სელტიკი - ბაიერნი

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, IV ტური
თარიღი: 31 ოქტომბერი, 22:45 საათი
სტადიონი: "სელტიკ პარკი", გლაზგო
მთავარი მსაჯი: დენი მაკელიე (ჰოლანდია)
პირდაპირი ტრანსლიაცია: -

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


გლაზგოს "სელტიკმა" გასულ უქმეებზე 100 წლიანი საკლუბო რეკორდი გაიმეორა - "სელტიკი" შოტლანდიის ეროვნულ ჩემპიონატში უკვე 62 თამაშია არ მარცხდება და ასეთი რამ ბოლოს 1917 წელს მოხდა. შოტლანდიის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ბრენდან როჯერსმა შემადგენლობა ცოტათ გადაახალისა და "სელტიკმა" საკუთარ მოედანზე "კილმარკოკთან" ქულები დაკარგა (1:1). გლაზგოური კლუბი ეროვნულ ჩემპიონატს 27 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 26 ქულით "აბერდინი" იმყოფება, ამიტომ "სელტიკს" მოდუნების უფლება არ აქვს. მიუნხენში ბრენდან როჯერსის გუნდმა მეორე ტაიმში გაიბრძოლა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა. თუმცა "სელტიკ პარკზე" სულ სხვა ატმოსფერო იქნება - შოტლანდიელი ქომაგები საკუთარ გუნდს არანორმალურად უჭერენ მხარს და გლაზგოში "სელტიკი" ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. ბრენდან როჯერსის გუნდმა "პსჟ-სთან" სრული კრახი განიცადა, ამიტომ "ბაიერნთან" რეაბილიტაციას ეცდება და ორმაგად მოტივირებული, მონდომებული იქნება, რათა საკუთარი ფანები გაახაროს.


მიუნხენის "ბაიერნმთა" "ლაიფციგთან" გერმანიის თასზე უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა, სამაგიეროდ ბუნდესლიგაში "ხარები" მარტივად და დამაჯერებლად დაამარცხა. ხამეს როდრიგესმა "ალიანს არენაზე" თავისი პირველი გოლი გაიტანა და საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა, სამაგიეროდ რობერტ ლევანდოვსკიმ გატანილი გოლის შემდეგ მოედანი იძულებით დატოვა. როგორც შემდეგ გაირკვა, 29 წლის პოლონელს კუნთის დაზიანება აქვს და გუნდს გლაზგოში არ გამოჰყვა. ახლა იუპ ჰაინკესის არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ვინაიდან "ბაიერნს" ვერც თომას მიულერი ეხმარება, შესაბამისად ცხრიანის პოზიცია ცარიელი რჩება. მოსალოდნელია, რომ "რეკორდმაისტერი" ნომინალური თავდამსხმელის გარეშე იმოქმედებს და ამ ამპლუას, ეპიზოდურად, არიენ რობენი, ხამესი, ტიაგო ალკანტარა ან თუნდაც არტურო ვიდალი მოირგებენ. გასულ უქმეებზე გუნდს კინგსლი კომანი ვერ დაეხმარა, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგი დღეისთვის მზად არის. "ბაიერნმა" "სელტიკი" მიუნხენში მარტივად დაამარცხა, მაგრამ შოტლანდიაში გამარჯვების მოპოვება გაცილებით რთული იქნება - "რეკორდმაისტერს" დორტმუნდში გასვლის წინ კარგი რეპეტიცია ელის, ვინაიდან "სელტიკ პარკის" ატსმოფერო არანაკლებ დამთრგუნველია.

მიუნხენური გრანდი ფავორიტია, მაგრამ გლაზგოში იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის. "ბაიერნს" მაღალი დონის ფეხბურთი დასჭირდება, რათა "სელტიკი" სტუმრად დაამარცხოს და საჭირო სამი ქულა მოიპოვოს.

სავარაუდო შემადგენლობები

სელტიკს დააკლდებიან: რობერტსი (ბარძაყი), შიმუნოვიჩი (ბარძაყი), რალსტონი (ტერფი).

ბაიერნს დააკლდებიან: ლევანდოვსკი (კუნთი), მიულერი (ბარძაყი), რიბერი (მუხლი), ბერნატი (ბოლომდე არ არის მზად), ნოეირი (ტერფი).


საინტერესო ფაქტები

  • ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ - 2003/04 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და "ბაიერნმა" ორ თამაშში 4 ქულა აიღო.

  • ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა მარტინ ო'ნილის "სელტიკს" მიუნხენში როი მაკაის დუბლით 2:1 მოუგო, გლაზგოში კი გუნდებმა უგოლო ფრე გააგორეს.

  • "ბაიერნის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, მაშინ გუნდის შემტევი ნახევარმცველი იყო და ორივე თამაშში მიიღო მონაწილეობა.

  • პირველ ტურში "პსჟ-ს" წინააღმდეგ (0:5) გლაზგოს "სელტიკმა" ევროთასებზე ისტორიაში ყველაზე დიდი საშინაო მარცხი იწვნია.

  • გლაზგოურ კლუბს ევროტურნირებზე ბოლო 4 წელი ანუ 10 თამაში (3 ფრე, 7 წაგება) არ ჰქონდა მოგებული და ეს სერია "ანდერლეხტთან" შეწყვიტა, რომელიც ბრიუსელში 3:0 დაამარცხა.

  • "სელტიკი" "სელტიკ პარკზეც" არც ისე კარგად ასპარეზობს - ბოლო 7 საშინაო თამაშიდან ევროარენაზე გლაზგოელებმა მხოლოდ ორი მოიგეს (2 ფრე, 3 წაგება).

  • კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი "სელტიკს" ბოლო 8 საშინაო შეხვედრიდან ერთადერთი აქვს მოგებული (1 ფრე, 6 წაგება).

  • შოტლანდიურ გრანდს შინ გერმანული კლუბების წინააღმდეგ ბოლო ორი მატჩი აქვს წაგებული, ზოგადად კი უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი.

  • "სელტიკს" გერმანულ გუნდებთან 8 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (3 ფრე და 5 წაგება).

  • მიუნხენის "ბაიერნმა" ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან ევროთასებზე მხოლოდ 2 მოიგო და 5 წააგო.

  • წინა ტურში მიუნხენური გრანდი 2007/08 წლების უეფას თასის შემდეგ შოტლანდიურ კლუბს პირველად დაუპირისპირდა. მაშინ "რეკორდმაისტერმა" 1/16 ფინალში "აბერდინს", ორი მატჩის ჯამში, 7:3 მოუგო (5:1 შინ და 2:2 სტუმრად).

  • "რეკორდმაისტერს" შოტლანდიაში 5 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს (2 მოგება, 3 ფრე), მაგრამ ზოგადი ბალანსი უარყოფითია: 2 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა