BILD: ჩემპიონთა ლიგაზე, შესაძლოა, "ბაიერნი" დაბრუნდეს

BILD: ჩემპიონთა ლიგაზე, შესაძლოა, "ბაიერნი" დაბრუნდეს

გერმანული გამოცემა BILD სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში შესაძლოა, მიუნხენის "ბაიერნი" კვლავ ვიხილოთ.

სუპერლიგის დაარსების შემდეგ UEFA აქტიურად განიხილავს მასში მონაწილე გუნდების დასჯის ხერხს.

წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, მიმდინარე სეზონის 1/2 ფინალში ის კლუბები არ დაუშვან, რომლებმაც სუპერლიგის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. ესენი არიან "რეალი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი". მათ ნაცვლად კი 1/4 ფინალში გავარდნილმა კლუბებმა ითამაშონ ("ბაიერნი", "დორტმუნდი" და "პორტუ").

კიდევ ერთ ვარიანტად სამივე ხსენებული კლუბის გარიცხვა და "პსჟს" პირდაპირ ჩემპიონად გამოცხადებაა, თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ნახევარფინალური და ფინალური მატჩების ტრანსლიაციის ლიცენზიები UEFA-ს უკვე გაყიდული აქვს და ამ თამაშების ჩაშლა უდიდეს ფინანსურ დარტყმას მიაყენებს მათ.

ასევე, არის ალბათობა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არაფერი შეიცვალოს და ჩვეულებრივად გაგრძელდეს. საბოლოო პასუხი პარასკევს, UEFA-ს სხდომის ჩატარების შემდეგ გვეცოდინება.


19-04-2021, 23:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0