...

ზიულე: "ყველაფერში ანჩელოტის დადანაშაულება არ შეიძლება"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ნიკოლას ზიულემ, გუნდის ყოფილი დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი, დაიცვა და აღნიშნა, რომ სეზონის სტარტზე წარუმატებელი თამაშის გამო მხოლოდ იტალიელის დადანაშაულება არასწორია.

"რეკორდმაისტერმა" 2017/18 წლების სეზონი საკმაოდ არასტაბილურად დაიწყო, რაც პარიზში გამანადგურებელი მარცხით (0:3) დაგვირგვინდა და კლუბის ხელმძღვანელობამ გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

ანჩელოტის მაგივრად მოსულმა იუპ ჰაინკესმა კი ერთ თვეში უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო შეასრულა და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 8-დან 8 მატჩი მოიგო.

"ყველაფერში ანჩელოტის დადანაშაულება არ შეიძლება. ფეხბურთელები თავად იყვნენ მოედანზე, უბრალოდ მოვალეობებს ვერ ასრულებდნენ სათანადო დონეზე. ახლა კი იმას, რასაც ადრე ცუდად ვაკეთებდით, კარგად ვაკეთებთ", - განაცხადა 22 წლის გერმანელმა.

ზიულე მიუნხენურ გრანდს ამ ზაფხულს "ჰოფენჰაიმიდან" დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეიძინა და ნიკოლასმა ყველა ტურნირზე ერთად 13 თამაშში მიიღო მონაწილეობა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ნიკოლას ზიულე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა