...

ჰუმელსი: "ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ენა იყო"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, მთავარი მწვრთნელის თემაზე ისაუბრა და კარლო ანჩელოტისთან არსებული პრობლემებიც გაიხსენა.

"იულიან ნაგელსმანი? ის ჩემზე მხოლოდ ორი წლით უფროსია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე ჩემი მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ჰაინკესმა გუნდში დისციპლინა, მკაფიო იდეები შემოიტანა და ეს მოთამაშეების განწყობას უმალვე დაეტყო. ახლა საკმაოდ სასარგებლო და საინტერესო ვარჯიშებს ვასრულებთ.

გარდა ამისა, იუპმა გუნდური სულისკვეთებაც აამაღლა და ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა შემატა. ანჩელოტის კი ამ ყველაფერთან ერთად ენის პრობლემაც ჰქონდა", - განაცხადა 28 წლის გერმანელმა მცველმა.

58 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "რეკორდმაისტერი" ოქტომბრის დასაწყისში დატოვა და მისი ადგილი იუპ ჰაინკესმა დროებით დაიკავა. რაც შეეხება 30 წლის იულიან ნაგელსმანს, იგი "ბაიერნის" მომავალ მთავარ მწვრთნელად მოიაზრება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა