...

ჰაინკესი: "რობენი ახლა ისე გამოიყურება, როგორც არასდროს"

მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, "ბაიერნის" ლეგენდარული ვინგერი არიენ რობენი შეაქო და აღნიშნა, რომ ის იდეალურ ფორმაში იმყოფება.

"არიენი კვლავ სიამოვნებას იღებს თამაშებისგან. პირადად ჩემთვის ახლა რობენი ისე გამოიყურება, როგორც არასდროს. ის ახალაგზრდა მოთამაშეებისთვის, რომელთაც ძლიერი კარიერის შექმნა სურთ, იდეალური მაგალითია. ტალანტი ბევრს აქვს, მაგრამ არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ პროფესიონალურ დონეზე.

არიენს არ სჭირდება იმის თქმა, რომ უკვე ასაკშია და შეუძლია 100%-თ არ ივარჯიშოს, ვინაიდან ეს მისთვის შეურაცხმყოფელი იქნება. რობენი თავისი პროფესიისთვის ყველაფერს აკეთებს.

არიენი ფეხბურთს იმის გამო არასოდეს ითამაშებს, რომ ფული გააკეთოს, ის მოედანზე ყოფნით უბრალოდ სიამოვნებას იღებს და უნიკალური პიროვნებაა", - განაცხადა იუპმა.

33 წლის ჰოლანდიელი კვლავ "რეკორდმაისტერის" წამყვანი ფიგურაა, მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2018 წლის ზაფხულში იწურება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იუპ ჰაინკესი არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა