მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ, "ლივერპულთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე მცირე კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ გვინდა, რომ უბრალოდ საკუთარი თამაში ვაჩვენოთ - კარგად ვიასპარეზოთ და იმედი მაქვს, რომ პირველ მატჩში კარგ შედეგს მოვიპოვებთ", - განაცხადა 24 წლის გერმანელმა.
"რეკორდაისტერი" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრას მომდევნო კვირის სამშაბათს "ენფილდზე" გამართავს.
"ლივერპულისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება 19 თებერვალს ჩვენი დროით ღამის 00:00 საათზე დაიწყება.