...

Bild: ვაგნერი ბაიერნში ბრუნდება

მიუნხენის "ბაიერნმა" რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორი უკვე შეარჩია და მას ზამთარში გაიფორმებს. ავტორიტეტული გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერს" სანდრო ვაგნერი დაუბრუნდება.

ზემოთხსენებული პრესის ინფორმაციით, 29 წლის გერმანელმა თავის ამჟამინდელ კლუბ "ჰოფენჰაიმს" ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შეატყობინა, რომ იანვარში გუნდის დატოვება და მშობლიურ კლუბში გადასვლა სურს.

"ბაიერნმა" ზაფხულში ახალი ცენტრალური თავდამსხმელი არ დაიმატა, მაგრამ იუპ ჰაინკესმა დაბრუნების შემდეგ 29 წლის პოლონელის შემცვლელის მოყვანა მოითხოვა და თავად ლევანდოვსკიც ალაპარაკდა, რომ ამდენი დატვირთვის გაძლება უჭირს.

სანდრო ვაგნერის ამჟამინდელი კონტრაქტი "სოფლელებთან" 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მისი კლაუსულა ანუ სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 10 მილიონ ევროს შეადგენს.

ვაგნერი მიუნხენური გრანდის აღზრდილია და "ბაიერნის" ახალგაზრდულ აკადემიაში 11 წელი (1995-2006) აქვს გატარებული. ძირითად გუნდში კი მხოლოდ ერთ სეზონში (2007-08) ირიცხებოდა და მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება მოასწრო.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
სანდრო ვაგნერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა