...

რუდი: "ვაგნერი კარგი შენაძენი იქნება"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველი, სებასტიან რუდი, სანდრო ვაგნერის "რეკორდმაისტერში" შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

გერმანული გრანდი ახლა რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორის ძიებაშია და უკანასკნელი ინფორმაციით, "ბაიერნი" იანვარში "ჰოფენჰაიმის" ცენტრალურ ფორვარდს დაიმატებს.

"სანდრო დიდებული ფეხბურთელია. ბოლო წლებში მან სერიოზულად მოუმატა და ეს ეროვნული ნაკრების რიგებში დაამტკიცა. ვფიქრობ, სანდრო "ბაიერნისთვის" კარგი შენაძენი იქნება.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, რა თქმა უნდა, ყოველ მატჩში 90 წუთის მინდორზე გატარება ნებისმიერი მოთამაშისთვის რთულია, მაგრამ ის ნამდვილი მონსტრია და უნდა გვიხაროდეს, რომ ლევი ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს.

შუა სეზონში "ბაიერნში" გადმოსვლა რთული იქნება? არ ვიცი, ამაში არ ვარ დარწმუნებული. მე მიუნხენში ძალიან კარგად მიმიღეს და გავიგე, რომ აქ თავის დამკვიდრება არც ისე რთულია.

ვაგნერი კი "ბაიერნის" აღზრდილია და ჩემზე მეტი იცის. ასე, რომ ვფიქრობ, მისთვის ადაპტაცია სერიოზული პრობლემა არ იქნება", - განაცხადა 27 წლის გერმანელმა.

სებასტიან რუდი მიუნხენურმა კლუბმა ამ ზაფხულს "ჰოფენჰაიმიდან" უფასოდ დაიმატა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
სებასტიან რუდი სანდრო ვაგნერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა