...

ჰაინკესი: "გამარჯვებათა სერიის გაგრძელება გვსურს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, "ანდერლეხტთან" გასვლითი თამაშისწინა პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა და ბელგიური კლუბი შეაქო.

"ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია. ამ ტურნირზე თამაში კი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა.

 რომელიმე მოწინააღმდეგის არდაფასების უფლება არ გვაქვს, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე. "ბრიუგესთან" მათი თამაში ვნახე და ამ გუნდმა ჩემზე საკმაოდ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. გარდა ტექნიკური შესაძლებლობებისა, "ანდერლეხტის" ფიზიკურმა მომზადებამ გამაოცა.

გარდა ამისა, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დაცვის ხაზი კარგად შეკრა. ვფიქრობ, ეს მარტივი თამაში არ იქნება.

ჟერომ ბოატენგი მზად არის და მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. სებასტიან რუდი და კორენტინ ტოლისოც პირველივე წუთებიდან გავლენ მინდორზე.

კინგსლი კომანი? ბოლო დღეებში ის სავარჯიშო დარბაზში კარგად მუშაობდა და ვნახოთ ფინალურ ვარჯიშზე როგორ იგრძნობს თავს. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, მაშინ კომანიც ძირითადში მოხვდება.

გვინდა, რომ ხვალ მოვიგოთ და გამარჯვებათა სერია გავაგრძელოთ", - განაცხადა 72 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა