...

პრევიუ: ანდერლეხტი - ბაიერნი

წარმატებული ბავარიული დერბის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" ბელგიის დედაქალაქში გაემგზავრა და დღეს საღამოს "ანდერლეხტს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება.

ანდერლეხტი - ბაიერნი

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, V ტური
თარიღი: 22 ნოემბერი, 23:45 საათი
სტადიონი: კონსტან ვანდენ სტოკის სახელობის არენა, ბრიუსელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)
პირდაპირი ტრანსლიაცია: -

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


"ანდერლეხტმა" მიმდინარე სეზონი არასტაბილურად დაიწყო, რის გამოც სექტემბრის შუარიცხვებში, მიუნხენში მარცხიდან (0:3) რამდენიმე დღეში კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შვეიცარიელი ვეილერი გაათავისუფლა. ოქტომბერში კი გუნდი 53 წლის ბელგიელმა სპეციალისტმა, ქარიზმატულმა და ჭკვიანმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ჩაიბარა. ბელგიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ოთხ ტურში "ანდერლეხტმა" 10 ქულა მოიპოვა და მესამე ადგილზე გადავიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე პარიზში ვერაფერს გახდა და "პსჟ-სთან" უშანსოდ (0:5) განადგურდა. ბელგიელებს გასულ სეზონში საკმაოდ საინტერესო და შემტევი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ მიმდინარე სეზონში "ანდერლეხტი" უფრო მძიმედ გამოიყურება. ვანჰაზებრუკმა სიტუაცია უკვე გააუმჯობესა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ყველა თამაში უშანსოდ წააგო. ბელგიელებმა ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მიუნხენში დატოვეს, როდესაც ათი კაცით აგებდნენ, მაგრამ მომენტებს მაინც ქმნიდნენ.


მიუნხენის "ბაიერნმა" სანაკრებო პაუზის შემდეგ ბავარიული დერბი გამართა და შინ "აუგსბურგი" ძალიან მარტივად (3:0) დაამარცხა. "რეკორდმაისტერმა" მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა, თავად კი დამაჯერებლად იასპარეზა. იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ ორგანიზაციისა და დისციპლინის დონე საგრძნობლად გაიზარდა, მოთამაშეების განწყობაც შეიცვალა, ხოლო შედეგები იდეალურია - რვიდან რვა მოგება. ბავარიულ დერბიში სეზონის საუკეთესო მატჩი არტურო ვიდალმა ჩაატარა. 30 წლის ჩილელმა გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და თამაშის შემდეგ ჰაინკესის ქებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლას ზიულემ მიმდინარე სეზონში მორიგი მშვენიერი შეხვედრა მიითვალა ანგარიშზე. დღეისთვის კი გარკვეული როტაციაა მოსალოდნელი, რაც ჰაინკესმა პრესკონფერენციაზე დაანონსა. იუპმა პირდაპირ აღნიშნა, რომ "ანდერლეხტის" წინააღმდეგ ჟერომ ბოატენგი, კორენტინ ტოლისო და სებასტიან რუდი სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. აგრეთვე, თუ კინგსლი კომანი, რომელმაც "აუგსბურგთან" მატჩი გამოტოვა, 100%-თ იქნება მზად, მაშინ ახალგაზრდა ფრანგიც ძირითადში დაიწყებს. სამწუხაროდ, "ბაიერნს" ბრიუსელში დავიდ ალაბა და თომას მიულერი ვერ გაჰყვნენ, მაგრამ ავსტრიელს დაცვის მარცხენა ფრთაზე ახლადდაბრუნებული ხუან ბერნატი შეცვლის, ხოლო შეტევაში არიენ რობენი და ხამეს როდრიგესი გააგრძელებენ მოქმედებას. ორივე მათგანი მშვენიერ ფორმაში იმყოფება ისევე, როგორც რობერტ ლევანდოვსკი.

მიუნხენის "ბაიერნს" იოლი გასეირნება შესაძლოა არ ელოდეს, მაგრამ "რეკორდმაისტერი" ვალდებულია სამი ქულა მოიპოვოს, რათა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსები შეინარჩუნოს.

სავარაუდო შემადგენლობები


ანდერლეხტს დააკლდებიან: ​სოვაჰი, გერკენსი, ნაჟარი.

ბაიერნს დააკლდებიან: ​რაფინია (ტერფი), მიულერი (ბოლომდე არ არის მზად), რიბერი (მუხლი), ნოიერი (ტერფი).
საეჭვოა: ​კომანი.​​​​​​​​​

საინტერესო ფაქტები

  • "ბაიერნისა" და "ანდერლეხტის" ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა 11 მატჩს ითვლის, საიდანაც გერმანელებმა 6 მოიგეს, ხოლო ბელგიელებმა - 3.

  • ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება (ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრამდე) 2007/08 წლების სეზონში, უეფას თასის მერვედფინალში გაიმართა. 

  • ბრიუსელში "ბაიერნმა" 5:0 იმარჯვა, საკუთარ მოედანზე კი 1:2 დამარცხდა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა.

  • "ბაიერნი" "ანდერლეხტს" პირველად 1976 წელს, უეფას სუპერთასზე შეხვდა. "რეკორდმაისტერმა" მიუნხენში გერდ მიულერის დუბლით 2:1 იმარჯვა, მაგრამ საპასუხო მატჩში 1:4 განადგურდა და ტიტული დათმო.

  • 1985/86 წლების ჩემპიონთა თასზე ბელგიურმა კლუბმა "ბაიერნი" მეოთხედფინალში კვლავ დაამარცხა. მიუნხენში 1:2 წაგების შემდეგ, "ანდერლეხტმა" შინ 2:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. თუმცა მიუნხენელებმა რევანში მომდევნო სეზონშივე იმავე ეტაპზე აიღეს (5:0 შინ, 2:2 სტუმრად).

  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი ამ გუნდების გზები 2003/04 წლების სეზონში გადაიკვეთა. ბელგიაში ფრეს (1:1) მიუნხენში "ბაიერნის" მინიმალური გამარჯვება (1:0) მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მაშინ "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, და "ანდერლეხტის" ვეტერანმა მცველმა, 36 წლის ოლივერ დეშახტმა, ორივე მატჩი ჩაატარეს.

  • "ანდერლეხტს" ბოლო სამი საშინაო თამაშიდან გერმანული კლუბის წინააღმდეგ ორი მოგებული აქვს. საერთო სტატისტიკა კი შინ ბუნდესლიგის გუნდებთან ასეთია: 9მ, 3ფ, 5წ.

  • მიუნხენურ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ სამი აქვს მოგებული (2 ფრე და 5 წაგება).

  • "ბაიერნს" ბელგიაში შედარებით დაბალანსებული სტატისტიკა აქვს: 2მ, 3ფ, 2წ. მიუნხენელები ორივეჯერ "ანდერლეხტთან" დამარცხდნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა