...

ბრიუსელში ბაიერნს ტოლისომ მოაგებინა

მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რთული გასვლითი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელშიც მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

იუპ ჰაინკესმა საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემების გამო აბსოლუტურად ექსპერიმენტალური შემადგენლობა დააყენა. დავიდ ალაბას არყოფნაში დაცვის მარცხენა ფრთაზე იუპმა 19 წლის ავსტრიელი, მარკო ფრაიდლი, გაამწესა, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე თავისი პირველი მატჩი ჩაატარა. მოედნის ცენტრში თავიანთი შანსი კორენტინ ტოლისომ და სებასტიან რუდიმ მიიღეს, ხოლო შემტევი სამეული რობენმა, ლევანდოვსკიმ და ტიაგომ დააკომპლექტეს.

პირველ ტაიმში "ბაიერნს" სერიოზული პრობლემები შეექმნა, ვინაიდან მიუნხენელები ბევრ უაზრო შეცდომას უშვებდნენ და დაცვაში უყურადღებოდ მოქმედებდნენ. ბელგიური კლუბის ცენტრალურ ფორვარდს, თეოდორჩუკს, გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ხან სვენ ულრაიხმა, ხან კი უბრალოდ იღბალი იყო გერმანული გრანდის მხარეს.

უღიმღამო პირველი ნახევრის შემდეგ "რეკორდმაისტერმა" მეორე ტაიმი ჩინებულად დაიწყო და სწრაფი გოლიც გაიტანა. ტოლისომ "ბაიერნისთვის" ბურთი მოიპოვა, რომელიც საჯარიმომდე ხამესმა მიიტანა და ტოლისოს დაუბრუნა, რომელმაც თავისუფალ რობერტ ლევანდოვსკის დროულად გადააწოდა - პოლონელს ცარიელ კარში ბურთის შეგორება აღარ გასჭირვებია.


მიუხედავად გაშვებული გოლისა "ანდერლეხტი" არ დანებდა და საპასუხო ბურთი გაიტანა. თეოდორჩუკის პასით თავი ჰანმა გამოიჩინა. ამის შემდეგ კი მიუნხენელებმა სერიოზულად მოუმატეს და საწადელს მიაღწიეს. იოზუა კიმიხმა რობერტ ლევანდოვსკის სამი მომენტი შეუქმნა, მაგრამ პოლონელმა იოს პასები ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, კიმიხის ბრწყინვალე ჩაწოდებას კორენტინ ტოლისო თავით გამოეხმაურა და "ბაიერნს" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

მიუნხენურმა გრანდმა ბრიუსელში 2:1 იმარჯვა და 12 ქულა დააგროვა. პარალელურად, "პარი სენ ჟერმენა" გლაზგოს "სელტიკი" პარიზში გადათელა - 7:1 და ახლა ჯგუფის მოსაგებად "ბაიერნს" ბოლო ტურში პარიზელების შინ დამარცხება მოუწევს, თანაც მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით.

ანდერლეხტი 1:2 ბაიერნი
გოლები: 0:1 - ლევანდოვსკი (51'), 1:1 - ჰანი (63'), 1:2 - ტოლისო (77').
გაფრთხილება: სპაიჩი (47'), დენდონკერი (83') - ბოატენგი (61'), ლევანდოვსკი (66'), ულრაიხი (88').

ანდერლეხტი: სელსი - აპია, სპაიჩი, მბოჯი, დეშახტი - კუმსი, ტრებელი, დენდონკერი - გერკენსი (ონიკურუ 65'), თეოდორჩუკი (არბუაი 82'), ჰანი (ბრუნო 71').

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ზიულე, ფრაიდლი - რუდი, ტოლისო, ვიდალი (ჰუმელსი 87') - რობენი (მარტინესი 48'), ლევანდოვსკი, ტიაგო (ხამესი 44').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა