...

ტიაგომ და რობენმა დაზიანებები მიიღეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, სტუმრად "ანდერლეხტის" წინააღმდეგ (2:1), მიუნხენის "ბაიერნის" ორი მოთამაშე დაშავდა.

პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ნახევრის დასაწყისში მოედანი, შესაბამისად, ტიაგო ალკანტარამ და არიენ რობენმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვეს.

26 წლის ესპანელმა ცენტრმა, რომელიც ბრიუსელში მარცხენა ვინგერის პოზიციაზე მოქმედებდა, სვენ კუმსთან შეჯახების შემდეგ ტერფის ტრავმა მიიღო და საკუთარი ადგილი ხამეს როდრიგესს დაუთმო.


შეხვედრის 48-ე წუთზე კი არიენ რობენის წინააღმდეგ "ანდერლეხტის" ბოსნიელმა მცველმა, ემირ სპაიჩმა, იუხეშა და 33 წლის ჰოლანდიელმა ბარძაყი აიტკივა. არიენი მოედნიდან გავიდა და მის ნაცვლად ხავი მარტინესი შემოვიდა.

ტიაგოსა და რობენის ჯანმრთელობის საბოლოო მდგომარეობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, ახლა კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი თამაში ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, სტუმრად მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ, საეჭვოა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა