...

ტოლისო: "შესვენებაზე მწვრთნელმა გაგვამხნევა"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კორენტინ ტოლისომ, "ანდერლეხტთან" გუშინდელი შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ბრიუსელში 2:1 მოიგო.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახლახანს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავდი და ვგრძნობდი, რომ ჩემი სათამაშო დონე აიწია. კლუბშიც სწორედ მაღალი კლასის თამაში მომეთხოვება.

გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება დიდებული შეგრძნებაა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ საკმაოდ დაძაბული თამაში მოვიგეთ და საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ.

ამ საღამოს ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. "ანდერლეხტმა" სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოგვაქცია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ისინი ჩვენი მცველების უკან ბევრ გრძელ პასს აკეთებდნენ და ზონებს შორის კარგად მოქმედებდნენ. მეორე ტაიმში კი გაცილებით უკეთესები ვიყავით. ბევრი მომენტი შევქმენით და საბედნიეროდ, ორი გოლიც გავიტანეთ.

შესვენების დროს მთავარმა მწვრთნელმა გაგვამხნევა და მოგვიწოდა, რომ ინიციატივა მოგვეპოვებინა, რაც საბოლოოდ გავაკეთეთ კიდეც. მოხარულნი ვართ, რომ სამი ქულა ავიღეთ.

ახლა "პსჟ-სთან" მატჩი დაგვრჩა, რომელიც ჯგუფში ფინალის ტოლფასი იქნება. ვიცით, რომ ეს ურთულესი შეხვედრა იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა", - განაცხადა 23 წლის ფრანგმა საყრდენმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა კორენტინ ტოლისო
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა