...

პრევიუ: ბაიერნი - ჰანოვერი

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურში საკუთარ მოედანზე "ჰანოვერს" მიიღებს და მიუნხენგლადბახში წაგების შემდეგ რეაბილიტაციას ეცდება.

ბაიერნი - ჰანოვერი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XIV ტური
თარიღი: 2 დეკემბერი, 18:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: გუიდო ვინკმანი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2 (North-East)

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


იუპ ჰაინკესის დიდებული გამარჯვებებისა და დაუმარცხებელი სერია გასულ უქმეებზე შეწყდა - მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" 1:2 დამარცხდა. "რეკორდმაისტერმა" საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე ითამაშა, მაგრამ მაინც ღირსეული შთაბეჭდილება დატოვა. ერთკვირიანი პაუზა კი გუნდს ძალიან გამოადგა, ვინაიდან კინგსლი კომანმა, თომას მიულერმა, რაფინია და ხამეს როდრიგესმა დაზიანებები მოიშუშეს. გარდა ამისა, ვარჯიშებს დავიდ ალაბა და ფრანკ რიბერიც დაუბრუნდნენ, რომლებიც შესაძლოა განაცხადში მოხვდნენ. არიენ რობენის მდგომარეობა ჯერ კიდევ გაურკვეველია ისევე, როგორც ტიაგო ალკანტარასი, რომლებიც ჯერ "ზებენერ შტრასზე" არ გამოჩენილან. სამშაბათს მიუნხენურ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ-სთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ამიტომ ეს თამაში ჰაინკესის გუნდისათვის კარგი ტესტი იქნება. მოსალოდნელია, რომ გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი დღეისთვის ოპტიმალურ თერთმეტეულს შეკრავს, რათა გუნდმა სათამაშო ტონუსი შეინარჩუნოს და წამყვანმა მოთამაშეებმა, რომლებმაც რამდენიმე ვკირა გამოტოვეს, სათამაშო პრაქტიკა მიიღონ.


"ჰანოვერმა" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა მოუკლო და ბოლო სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა. წინა ტურში "96-იანელებმა" შინ "შტუტგარტი" მიიღეს და ფრედ 1:1 ითამაშეს. "ჰანოვერს" საკმაოდ მებრძოლი და ორგანიზებული გუნდი ჰყავს, რომელიც ახალგაზრდა და ქარიზმატულმა გერმანელმა სპეციალისტმა, ანდრე ბრაიტენრაიტერმა, შეკრა. 44 წლის ბრაიტენრაიტერმა სახელი ჯერ კიდევ "პადერბორნში" წარმატებული მუშაობით გაითქვა, ახლა კი "ჰანოვერს" ხელმძღვანელობს და მშვენიერი გუნდი ჰყავს. "96-იანელები" დღეისთვის მოდური 5-2-3 ტაქტიკით თამაშობენ და შეტევაში საინტერესო მოთამაშეები ჰყავთ: ბებუ, ფელიქს კლაუსი, ახალწვეული ჟონათასი, მარტინ ჰარნიკი. თუმცა ჰარნიკი და ჟონათასი მიუნხენში გუნდს ვერ დაეხმარებიან, რაც სერიოზული დანაკლისია. ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე თამაში ფულკრუგს მოუწევს. "ჰანოვერის" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე საყრდენი ნახევარმცველი მარვინ ბაკალორცია, რომელიც მშვენიერ ფორმაში იმყოფება.

მიუნხენის "ბაიერნი" ფავორიტია, მაგრამ "ჰანოვერი" კარგი გუნდია, რომელიც მიუნხენში ბოლომდე იბრძოლებს და ეცდება, რომ "რეკორდმაისტერს" ცხოვრება გაუმწაროს. თუმცა "რეკორდმაისტერი", თავისმხრივ, "პსჟ-სთან" მნიშვნელოვანი თამაშის წინ კარგი განწყობის შექმნაას შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები


ბაიერნს დააკლდებიან: რობენი (ბარძაყი), ტიაგო (ბარძაყი), ალაბა (ზურგი), ბერნატი (კუნთი), ნოიერი (ტერფი).

ჰანოვერს დააკლდებიან: ჰარნიკი (გრიპი), ფელიპე (საზარდული), ბეხი (მუხლი), პრიბი (მუხლი), ჟონათასი (ბარძაყი), შვეგლერი (ავადმყოფობა).

საინტერესო ფაქტები

  • მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე წააგო იმდენი (2) თამაში, რამდენიც მთელი გასული სეზონის განმავლობაში.

  • "რეკორდმაისტერი" გერმანიის ჩემპიონატის საშინაო თამაშებში კვლავ დაუმარცხებელია და იუპ ჰაინკესის "ხელმძღვანელობით" "ალიანს არენაზე" 4-დან 4 მატჩი მოიგეს ბურთების შეფარდებით - 13:0-ზე!

  • "ჰანოვერს" მიუნხენში ზედიზედ 9 თამაში აქვს წაგებული და ასეთი ცუდი სერია ამ კლუბს არცერთი სხვა გუნდის წინააღმდეგ არ ჰქონია.

  • ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "ჰანოვერს" მიუნხენური გრანდი სტუმრად მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული - ეს 2006 წლის ნოემბერში მოხდა (1:0). დანარჩენი მატჩებიდან კი მიუნხენელებმა 24 მოიგეს და მხოლოდ 2-ჯერ დაკარგეს ქულები.

  • ამ გუნდებს შორის მიუნხენში გამართული ბოლო 10 თამაშიდან კი "ბაიერნმა" 9 მოიგო, 38 გოლი გაიტანა და თავად მხოლოდ 4 გაუშვა.

  • ანდრე ბრაიტენრაიტერს მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ბაიერნის" წინააღმდეგ ოთხიდან ოთხი თამაში აქვს წაგებული. 2015 წლის თებერვალში მან "პადერბორნთან" ერთად "ბაიერნის" წინააღმდეგ კარიერაში ყველაზე დიდი მარცხი იწვნია - 0:6.

  • მიმდინარე სეზონში სათადარიგო სკამიდან გატანილი გოლების რაოდენობით პირველი "ჰანოვერია" - 5 ბურთი.

  • მარტინ ჰარნიკს სხვადასხვა კლუბების რიგებში "ბაიერნის" წინააღმდეგ 13 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ წარმატების გარეშე - 1 ფრე, 12 წაგება. "ჰანოვერის" შემადგენლობაში ის ერთადერთია, რომელსაც მიუნხენური გრანდის კარი აღებული აქვს.

  • რობერტ ლევანდოვსკის "ჰანოვერის" წინააღმდეგ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 12 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი.

  • იუპ ჰაინკესი თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება. იგი "ჰანოვერის" ღირსებას 1967-70 წლებში იცავდა და ბუნდესლიგაში ჩატარებულ 86 შეხვედრაში 25 გოლიც გაიტანა.

  • მიუნხენურმა გრანდმა ბუნდესლიგაში აღზევებული გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 30 მატჩიდან 29 მოიგო, გოლების სხვაობით - 98:18. ბოლო გუნდი, რომელიც გერმანიის უმაღლესი ლიგაში აღზევდა და "ბაიერნს" ქულები წაართვა, "კაიზერსლაუტერნი" იყო. ეს 2010 წლის აგვისტოში მოხდა და "ბაიერნი" 0:2 დამარცხდა.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები

იუპ ჰაინკესი: ​"ჰანოვერმა" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. ეს საკმაოდ არასასიამოვნო გუნდია, რომელიც დაცვით სტილს მიჰყვება და შეტევაში ჭკვიანურად მოქმედებს. ვფიქრობ, ეს არ იქნება ისეთი მარტივი თამაში, როგორც ბევრს ჰგონია.

ამ კვირაში ვარჯიშებზე კვლავ ძველი მიულერი ვნახეთ. თომასს უბრალოდ უდიდესი ამბიციები აქვს. მიხარია, რომ ის დაბრუნდა და ძირითადში დაიწყებს. ალაბა და რიბერი? ვნახოთ საბოლოოდ როგორ იქნებიან და სამედიცინო შტაბი რას იტყვის.​​​"скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა