"რეკორდმაისტერის" თავკაცმა, იულიან ნაგელსმანმა, თავისი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
"სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან სულ სხვა ვითარებაა. აქ სატელევიზიო უფლებებით მიღებული თანხის წესი "50+1" გახლავთ. აქედან გამომდინარე, ტრანსფერებისთვის სხვა კლუბებს უფრო მეტი ფული აქვთ, ვიდრე გერმანულებს". განაცხადა ნაგელსმანმა.
"პანდემიასთან ერთად თუ მის გარეშე, ტრანსფერებში ამხელა თანხების დახარჯვა არ შეგვიძლია. ვეცდებით კონკურენტუნარიანები კრეატიული გადაწყვეტილებების დახმარებით დავრჩეთ"
შეგახსენებთ, ნაგელსმანმა გასული სეზონის ბოლოს ჰანს ფლიკი შეცვალა და მას ჯერ "ბაიერნში" რაიმე სუპერ ტრანსფერი არ განუხორციელებია.