ჰანს ფლიკის საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს მეორე სტატიადაც შემოგთავაზებთ, სადაც ის გერმანიის ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებზეც საუბრობს.
"ჩემთვის არ არსებობს საფეხბურთო ასაკის ლიმიტი, რადგან, თუ ფეხბურთელს თამაში უმაღეს დონეზე წარმატებულად შეუძლია, რა მნიშვნელობა აქვს მის ასაკს."
"მე ვესაუბრე მიულერსაც და ჰუმელსსაც და მათ იციან, რომ კარი ყოველთვის ღია ექნებათ, მთავარია ფორმაში იყვნენ."
"ჩვენ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელებთან ერთად ვიმუშავებთ, ისეთებთან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მართაც საუკეთესოები არიან. ჩემთვის საკმარისია ფეხბურთელმა დამანახოს, რომ ის საკმარისზე უფრო კარგია ნკრებისათვის."
"სექტემბერში სამ თამაშს გავმართავთ და ვიცით, რომ უდიდესი გამოცდა იქნება ეს ჩვენთვის, თუმცა მიზანი ერთია - გოლს მოაქვს გამარჯვება. გვჭირდება გოლები, იმისათვის, რომ 9 ქულა მოვიპოვოთ.", - განაცხადა ფლიკმა ინტერვიუს დასასრულს.