...

ანჩელოტიმ ბაიერნიდან წასვლის მიზეზები დაასახელა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, "რეკორდმაისტერიდან" გათავისუფლების მიზეზები დაასახელა.

"კლუბში ჩემი მუშაობის მეთოდები არ მოსწონდათ.

მოთამაშეები წელიწადში 60 მატჩს ატარებენ, ამიტომაც ჩემი მეთოდები პრიორიტეტად ხარისხზე გადის და არა რაოდენობაზე. მირჩევნია, რომ ვარჯიშების დროს ფეხბურთელებმა სწრაფი სირბილის სავარჯიშოები შეასრულონ, ბურთთან ერთად ბევრი იმუშავონ და შეიმუშავონ სხვადასხვა სიტუაციებში მოქმედების ვარიაციები. სულაც არ მინდა, რომ მთელი საათ-ნახევარი ყველამ ირბინოს.

ფეხბურთში უკვე დიდი ხანია ვიმყოფება და ამ დროის განმავლობაში ეს სპორტი სერიოზულად შეიცვალა. ფეხბურთში მთავარი სისწრაფეა. თუ აქცენტს ათლეტიზმზე გააკეთებ, მაშინ დამღუპველ შედეგებს მიიღებ, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მოთამაშეებს სეზონში 60 მატჩის ჩატარება უწევთ.

აუცილებებელია დროის რაციონალური გამოყენება და ადაპტაცია", - განაცხადა ანჩელოტიმ "La Domenica Sportiva-სთან" ინტერვიუში.

58 წლის იტალიელი გერმანულ გრანდს 2016 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში და 2016/17 წლების სეზონის შედეგად გუნდს მხოლოდ ბუნდესლიგა მოაგებინა.

მიმდინარე სეზონი კი "ბაიერნმა" არასტაბილურად და არადამაჯერებლად დაიწყო, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრა "პსჟ-სთან" 0:3 განადგურება მოჰყვა. ამის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ კარლო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა