მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, შესაძლოა, "ლაიფციგის" კიდევ ერთი ყოფილი წევრი ვიხილოთ.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იულიან ნაგელსმანს თავის გუნდში ექიმი მაქსიმილიან პელკას ხილვა სურს.
გამოცდილი სპეციალისტი ფეხბურთელების მენტალურ მდგომარეობას შეაფასებს და მათთან ინდივიდუალური საუბრები ექნება ხოლმე.
სპორტული ფსიქოლოგი "ლაიფციგის" რიგებში 4 წელი მუშაობდა. ის "ბაიერნს" 1 სექტემბერს შეუერთდება.