...

ხამესი: "პარიზში მარცხის შემდეგ საკუთარი თავის ფასი ვისწავლეთ"

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, მიიჩნევს, რომ "პარი სენ ჟერმენთან" სტუმრად განცდილმა მარცხმა (0:3) გერმანულ გრანდზე დადებითი გავლენა იქონია.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ჯერ კიდევ კარლო ანჩელოტის გუნდი პარიზში უშანსოდ განადგურდა, რასაც მომდევნო დღეს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლება მოჰყვა.

"ბაიერნი" ოქტომბრის დასაწყისში იუპ ჰაინკესმა ჩაიბარა, სიტუაცია რადიკალურად გააუმჯობესა და ერთ თვეში მიუნხენელებმა "პსჟ" შინ 3:1 დაამარცხეს.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ "პსჟ-სთან" მარცხის შემდეგ "ბაიერნმა" საკუთარი თავის დაფასება ისწავლა, ხოლო საპასუხო მატჩის მოგების შემდეგ რწმენა დაიბრუნა.

ასეთი გამარჯვებები სამომავლო გამოწვევების წინ თავდაჯერებულობას გმატებს, თანაც "ბაიერნი" ხომ ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის.

ვფიქრობ, "პსჟ-სთან" თამაშის შედეგი სამართლიანია და გვარწმუნებს, რომ არცერთი მოწინააღმდეგის არ უნდა გვეშინოდეს", - განაცხადა 26 წლის კოლუმბიელმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ხამეს როდრიგესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა