მუშაობა დაწყებულია - "არსენალი" და "ბაიერნი" ხმაურიან გაცვლას გეგმავენ

მუშაობა დაწყებულია - "არსენალი" და "ბაიერნი" ხმაურიან გაცვლას გეგმავენ

იტალური ვებსაიტი Calcimercato იუწყება, რომ არსენალის მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა 2021 წლის ზაფხულის დასრულებამდე, ახალი ფეხბურთელის დამატებას აპირებს.

წყაროს ცნობით, მეთოფეები ცენტრალური ხაზის გაძლიერებას გეგმავენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგის პირველივე მატჩში ბრენტფორდთან უშანსოდ, 2:0 დამარცხდნენ.

არსენალი და პირადად მიკელ არტეტა იმედოვნებს, რომ ბაიერნი დათანხმდება ფეხბურთელების გაცვლაზე, საუბარია ტოლისოს ლონდონში გადაბარგებაზე, სანაცვლოდ კი მიუნხენელები ბელერინს მიიღებენ.

Calciomercato-ს ცნობით, ბაიერნი ღიაა ამ შემოთავაზების განსახილველად, რადგან ტოლისოს უჭირს სერიოზული კვალის დატოვება გერმანულ გუნდში. საბოლოოდ, შემოთავაზებული გაცვლა, დიდი ალბათობით წარმატებით დასრულდება, რადგან ბაიერნი დაინტერესებულია მარჯვენა ფლანგის გაძლიერებით და თანაც, ბელერინის მიმართ სიმპატიით არიან განწყობილნი.

ტოლისომ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 16 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ბაიერნის სასტარტოში მოსახვერად, მუდმივად იბრძოდა. 27 წლის ფეხბურთელი, გერმანულ გუნდში 2017 წელს, ლიონიდან, 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.


17-08-2021, 13:03
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0