ნაგელსმანი: "ჩვენ არ შეგვიძლია ტრანსფერებში ბევრი ფულის დახარჯვა"

ნაგელსმანი: "ჩვენ არ შეგვიძლია ტრანსფერებში ბევრი ფულის დახარჯვა"

დღეს, 22:30 საათზე, გერმანიის სუპერ თასის ფინალში მიუნხენის ბაიერნი სიგნალ იდუნა პარკზე დორტმუნდის ბორუსიას ესტუმრება.

მატჩის წინ, ბაიერნის თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოსალოდნელ ტრანსფერებზე ისაუბრა:

'ჩვენ არ შეგვიძლია ყველა იმ თანხის დახარჯვა, რომლის დახარჯვაც ასე გვსურს. საბოლოოდ, ჩვენ გვყავს კარგი გუნდი, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ტრავმირებულია.'

პრესკონფერენციაზე, ბაიერნის მწვრთნელმა ფრანგი ფეხბურთელის, ბენჟამინ პავარდის ტერფის ტრავმა ახსენა, რის გამოც, იოსიპ სტანისიჩს მოუწია პირველ გუნდში ასპარეზობა:

'მისი დებიუტი კარგი გამოდგა, მაგრამ ეს მისთვის არც ისე ადვილია - სტანისიჩის მეორე თამაში ბუნდესლიგაში, ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ იქნება.'

გერმანელმა სპეციალისტმა, წასულ ფეხბურთელებზე და სამომავლო ტრანსფერბზეც ისაუბრა:

'დავიდ ალაბა, ჟერომ ბოატენგი, დუგლას კოშტა და ხავი მარტინესი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ბაიერნი წინა სეზონებში დატოვეს .. 

თუ ბოლო ორ სეზონს გადავხედავთ, ჩვენ გაცილებით მეტ ფეხბურთელს ვკარგავთ. არც ისე ადვილია, კარგი ფეხბურთელის მოძებნა. სატრანსფერო ბაზარი რთულია, ჩვენ არ შეგვიძლია ბევრი ფულის დახარჯვა.
' - განაცხადა ნაგელსმანმა.


17-08-2021, 13:44
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0