...

აინტრახტი 0:1 ბაიერნი - მატჩისშემდგომი კომენტარები

ფრანკფურტში მიუნხენის "ბაიერნმა" "აინტრახტი" არტურო ვიდალის ერთადერთი გოლით დაამარცხა და ზამთრის ჩემპიონი გახდა.

მატჩის შემდეგ კი "კომერც-ბანკ არენაზე" პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც გუნდების წარმომადგენლებმა შეხვედრა შეაფასეს.

იუპ ჰაინკესი: "ეს საკმაოდ რთული მატჩი იყო იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც საოცრად ორგანიზებულად იმოქმედა. ჩვენ საკმაოდ მძიმე სამუშაო შევასრულეთ. ჩემმა გუნდმა მთელი 95 წუთის განმავლობაში იბრძოლა. შესაძლოა, ასეთ რითმს მიჩვეულები არ ვართ, მაგრამ ასეთ თამაშებში ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, რაც გამოგვივიდა. ზამთრის ჩემპიონობა მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, რომ მოვიგეთ და უპირატესობა გავზარდეთ. ახლა გუნდი მიმზიდველ ფეხბურთს დაუბრუნდება."

ტომ შტარკე: "რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ მეასე მატჩი ჩავატარე. მოთელვის დროს გავიგე, რომ სვენ ულრაიხი გუნდს ვერ დაეხმარებოდა და გამიმართლა. მე კი მზად ვარ, მოხარული ვარ და კარგია, რომ კარი მშრალად შევინახე. საკმაოდ რთული მატჩი გამოვიდა, ამიტომ შედეგით სრულიად კმაყოფილები ვართ."

თომას მიულერი: "დღეს ჩვენ "ბაიერნის" გული დავინახეთ. მთელი გუნდი ბოლომდე იბრძოდა. საკმაოდ რთული ბრძოლა გადავიტანეთ, მაგრამ ჩვენთვის მეტოქის შეტევებისგან თავის დაღწევა სასიამოვნო იყო."

ნიკო კოვაჩი ("აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა მსოფლიო დონის გუნდის წინააღმდეგ კარგად იმუშავა. ეს ძალიან კარგი თამაში იყო. იუპ ჰიანკესმა დაგვანახა, რომ ის ძალიან ძლიერი სპეციალისტია, ჩვენ კი ალბათ უფრო მეტს ვიმსახურებდით."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა