კიოლნთან მატჩში ბაიერნს ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარების შანსი ექნება

კიოლნთან მატჩში ბაიერნს ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარების შანსი ექნება

კვირას, 22 აგვისტოს, ბუნდესლიგის მეორე ტურის მატჩში ბაიერნი კიოლნს უმასპინძლებს.

აღნიშნულ შეხვედრაში, ბავარიულ კლუბს ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარების შანსი ეძლევა.

საქმე იმაშია, რომ - ბაიერნმა სახლში ჩატარებული ბოლო 73 შეხვედრიდან, ყოველ მათგანში მინიმუმ თითო გოლის გატანა მაინც მოახერხა. აქამდე, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მსგავსი შედეგი მხოლოდ რეალ მადრიდს ქონდა დაფიქსირებული (2016-17 წლებში).

ბოლო 18 თვის განმავლობაში ჩატარებულ 73 შეხვედრაში, გერმანულმა კლუბმა მეტოქეთა კარი 211-ჯერ აიღო, რაც საშუალოდ თითო მატჩში დაახლოებით 2.9 გოლს უდრის. აღნიშნული გოლების უმეტესობა (71) რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა.

ასე რომ, კვირას ბაიერნს შეეძლება სამეფო კლუბის რეკორდის გაუმჯობესება და ის მსოფლიოში ერთადერთი გუნდი გახდება, რომელსაც ბოლო 74 მატჩშია საკუთარ მოედანზე მინიმუმ ერთი გოლი მაინც გააქვს.

P.S ბოლო საშინაო მატჩი, სადაც ბაიერნმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, ლაიპციგის წინააღმდეგ, 2020 წლის 9 თებერვალს იყო, მაშინ გერმანულ კლუბს ბაიერნის ახლანდელი თავკაცი - იულიან ნაგელსმანი წვრთინდა, აღნიშნული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.


19-08-2021, 23:41
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0