...

პრევიუ: ბაიერნი - კიოლნი

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მე-16 ტური, შუაკვირას მიმდინარეობს და დღეს მიუნხენის "ბაიერნი" თავის მორიგ მატჩს ჩაატარებს.

ბაიერნი - კიოლნი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XVI ტური
თარიღი: 13 დეკემბერი, 23:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: დანიელ ზიბერტი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta Georgia+

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


"პარი სენ ჟერმენთან" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ მიუნხენური გრანდი ფრანკფურტს ეწვია და "აინტრახტი" რთულ ბრძოლაში არტურო ვიდალის ერთადერთი გოლით დაამარცხა. იუპ ჰაინკესმა წინა ტურში რობერტ ლევანდოვსკის დასვენების საშუალება მისცა, ამიტომ 29 წლის პოლონელი დღეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება. სამწუხაროდ, "აინტრახტთან" შეხვედრის წინ, მოთელვის დროს, სვენ ულრაიხმა მიიღო დაზიანება და ის კვლავ ლაზარეთშია, ამიტომ "ბაიერნის" კარს რანგით მესამე მეკარე, 36 წლის ტომ შტარკე დაიცავს, რომელიც მიუხედავად ასაკისა ჩინებულ ფორმაშია და ფრანკფურტში ძალიან ღირსეულად იასპარეზა. მიუნხენელებმა წინა ტურში ზამთრის ჩემპიონობა გაინაღდეს, ახლა კი ეცდებიან, რომ წელი რაც შეიძლება კარგად ჩაამთავრონ. ჰაინკესმა შესაძლოა მცირე როტაციას მიმართოს, ვინაიდან ცენტრში დიდი არჩევანი აქვს.


"კიოლნი" ევროპის წამყვანი ჩემპიონატების მასშტაბით იტალიურ "ბენევენტოსთან" ერთად ყველაზე სუსტი კლუბია. "თხებმა" ბუნდესლიგის საწყის 15 ტურში ვერცერთი თამაში ვერ მოიგეს და მხოლოდ 3 ქულა დააგროვეს, რაც გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის აბსოლუტური ანტირეკორდია! 2 დეკემბერს "კიოლნმა" სტუმრა "შალკესთან" ფრეს (2:2) მიაღწია და ამ მატჩის შემდეგ გუნდი პიტერ შტიოგერმა დატოვა, რომელიც ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა, შტეფან რუთენბეკმა ჩაიბარა. "კიოლნმა" ევროპა ლიგაზე "ცრვენა ზვეზდასთან" წააგო და ჯგუფში ჩარჩა, ხოლო გასულ უქმეებზე "ფრაიბურგთან" 29 წუთში მოპოვებული 3 ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ, 3:4 წააგო. "თხებს" ცუდი შემადგენლობა ნამდვილად არ ჰყავთ, უბრალოდ გუნდში აშკარად რაღაც მოიშალა. "კიოლნის" გოლკიპერი ტიმო ჰორნი და მარცხენა მცველი იონას ექტორი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის კანდიდატები არიან, უბრალოდ "თხებს" სისტემური პრობლემები აქვთ და მათ ვერ იპოვნეს ენტონი მოდესტის შემცვლელი, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ამ ყველაფერს კი საკმაოდ მძიმე საკადრო მდგომარეობა ემატება - რუთენბეკს დღეს ძალიან ბევრი წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მათ შორის "ბაიერნის" ყოფილი ფორვარდი კლაუდიო პისარო. გარდა ამისა, ლაზარეთში მაროჰი, რისე, ექტორი, ცოლერი, გირასი, ოსაკო არიან - მოთამაშეები, რომლებიც ძირითადში ხშირად ხვდებიან.

მიუნხენური გრანდი აშკარა ფავორიტია და ეს იუპ ჰაინკესისთვის უბრალო ტესტ-მატჩი იქნება. "კიოლნი" ახლა მორალურად და სპორტულად განადგურებულია, ამიტომ მიუნხენში თითქმის უშანსოდაა.

სავარაუდო შემადგენლობები


ბაიერნს დააკლდებიან: ულრაიხი (კუნთი), ტიაგო (ბარძაყი), რობენი (ბარძაყი), ნოიერი (ტერფი).

კიოლნს დააკლდებიან: მაროჰი (ბარძაყი), რისე (მუხლი), ექტორი (ტერფი), ცოლერი (კუნთი), კორდობა (ბარძაყი), გირასი (თითი), ოსაკო (კისერი), პისარო (ტერფი).

საინტერესო ფაქტები
  • მიუნხენის "ბაიერნი" ზამთრის ჩემპიონი აქამდე 22-ჯერ გახდა და საბოლოოდ, ჩემპიონობა მხოლოდ სამ სეზონში გაუშვა ხელიდან.

  • "კიოლნი" ახლა გადამრჩენ ზონას მთელი 12 ქულით ჩამორჩება და ბუნდესლიგის ისტორიაში არცერთი კლუბი არ გამომძვრალა ასეთი სიტუაციიდან.

  • შტეფან რუთენბეკმა თავისი პირველი ორი თამაში უკვე წააგო და შესაძლოა "კიოლნის" ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდეს, რომელიც სტარტზე ზედიზედ სამ შეხვედრას წააგებს.

  • "თხებმა" მიმდინარე სეზონში 31 გაშვებული გოლიდან 15 სტანდარტულებიდან გაუშვეს, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

  • რობერტ ლევანდოსკიმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში "ალიანს არენაზე" ჩატარებულ ყოველ თამაშში გაიტანა გოლი და გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა.

  • ბუნდესლიგის ისტორიაში არცერთხელ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს ჩემპიონატის ლიდერი გასვლაზე დაემარცხებინოს.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები


იუპ ჰაინკესი: ​"მეტოქის არდაფასების უფლება არ გვაქვს, მით უმეტეს, ახლა, როდესაც მთავარი მწვრთნელი შეცვალეს. მან უკვე ბევრი რამ შეცვალა. "კიოლნი" სამი ცენტრალური მცველით, მაღალი პრესინგითა და ტემპიანი ფეხბურთით თამაშობს. ამ თამაშს ისე ვუდგებით, როგორც წინა შეხვედრას: უმაღლესი კონცენტრაციითა და კარგი განწყობით.

შტეფან რუთენბეკი: ​"ჩვენ დიდი ცხოველის წინააღმდეგ თაგვივით გამოჩენა არ გვსურს - "ბაიერნს" ბრძოლა უნდა შევთავაზოთ. მიუხედავად გუნდში არსებული სიტუაციისა, გვინდა, რომ შევუტიოთ."​​​​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა