...

ბაიერნმა კიოლნი მინიმალური სხვაობით დაამარცხა

მიუნხენურ გრანდს გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურში აუტსაიდერ "კიოლნთანაც" გაუჭირდა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვა - 1:0!

პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, ვინაიდან "კიოლნი" დაცვაში ღრმად ჩაჯდა, "ბაიერნი" კი არც ისე მაღალ სისწრაფეებზე მოქმედებდა. "რეკორდმაისტერი" უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შეტევაში უჭირდა. ყველაზე კარგი მომენტი თომას მიულერს ჰქონდა, როდესაც ფრანკ რიბერიმ გერმანელს იდეალურად ჩაუგდო, თუმცა თომასმა ბურთი ცუდად მიიღო, კუთხე გაიფუჭა და საბოლოოდ, მას ტიმო ჰორნმა აჯობა.

მიუნხენელებმა პირველ ტაიმში ბევრი კუთხური მოიპოვეს, მაგრამ ძირითადად, სწროხაზოვნად უტევდნენ, ამიტომ რეალური საგოლე მომენტი, თუ მიულერის ეპიზოდს არ ჩავთვლით, არ ჰქონიათ. "თხები" კი დროის დიდ ნაწილს საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ატარებდნენ.

შესვენებაზე იუპ ჰაინკესმა შეტევითი ხაზი გააძლიერა: ვიდალი და ტოლისო მოხსნა, მათ ნაცვლად კი ხამესი და კომანი შეიყვანა. კოლუმბიელისა და ფრანგის გამოჩენა გუნდს დაეტყო, "ბაიერნმა" უფრო სწრაფად დაიწყო გადაადგილება, ბურთის მოძრაობა და ამან შედეგი გამოიღო. ბოატენგმა მორიგი ჩინებული ჩაგდება განახორციელა, თომას მიულერმა კი სიტუაცია იდეალურად შეაფასა - გერმანელმა დაინახა, რომ მის ზურგს უკან თავისუფალი ლევანდოვსკი იმყოფებოდა და მას თავით ჩინებული პასი გაუკეთა. პოლონელმა კი "ალიანს არენაზე" ზედიზედ მე-8 თამაშში გამოიჩინა თავი - 1:0.


ამის შემდეგ 15-20 წუთი "ბაიერნმა" შეტევები გააგრძელა, შემდეგ კი ტემპი ცოტათი დააგდო და ძირითადად ბურთის კონტროლზე გადავიდა. მიუნხენელებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ტიმო ჰორნი კარგად მოქმედებდა. თავისმხრივ, ბოლოსკენ "კიოლნმაც" გაიბრძოლა და რომ არა ტომ შტარკეს დროული რეაქცია, შესაძლოა "რეკორდმაისტერს" ქულები დაეკარგა. თუმცა 36 წლის გერმანელმა მეკარემ დაამტკიცა, რომ სრულ მზადყოფნაშია და "ბაიერნს" სამი ქულა შეუნარჩუნა.

იუპ ჰაინკესის გუნდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის ბოლო საშინაო მატჩი მოიგო და 38 ქულა დააგროვა.

ბაიერნი 1:0 კიოლნი

გოლი: 1:0 - ლევანდოვსკი (60').
გაფრთხილება: -

ბაიერნი: შტარკე - რაფინია, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - რუდი, ვიდალი (კომანი 46'), ტოლისო (ხამესი 46') - მიულერი, ლევანდოვსკი, რიბერი (კიმიხი 76').

კიოლნი: ტ.ჰორნი - ოლკოვსკი, სიორენსენი, მერე, ჰეინცი, ჯ.ჰორნი (კუშიჩი 76') - იოიჩი, ლემანი (კლემენსი 84'), იოზკანი, ჰანდვერკერი (ფიუჰრიხი 66') - კლიუნტერი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა