5 საინტერესო ფაქტი და დაკვირვება სათასო შეხვედრის წინ

5 საინტერესო ფაქტი და დაკვირვება სათასო შეხვედრის წინ

ხვალ, 22:15 საათზე, ბაიერნი გერმანიის თასის ახალი სეზონის გათამაშებაში ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე ობერლიგის ბინადარი ბრემერი იქნება. აღნიშნული შეხვედრის წინ გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტსა და დაკვრივებას:

1. ბაიერნი თასის პირველ ეტაპს 26 წელია უპრობლემოდ ლახავს:

ბოლო წლებში, ბაიერნი თასის ყოველ პირველ ეტაპს უმარტივესად გადის. ფაქტობრივად - ბოლო 26 წელია, ბოლოს, როცა ბაიერნმა პირველი ტური ვერ გადალახა, 1994 წლის აგვისტო იყო, მაშინ რეკორდმაისტერის მეტოქე ვესტენბერგსგრუითი იყო და 1:0 დამარცხდა. მსგავსი შედეგით, ვერც ერთი სხვა გერმანული კლუბი ვერ დაიკვეხნის.

2. ბრემერის ცუდი ფორმა თასზე:

ბრემერი ისტორიის მანძილზე, გერმანიის თასზე მეათედ მონაწილეობს. ბოლოს, ისინი ამ ტურნირზე 5 წლის წინ გამოვიდნენ, როდესაც დარმსტადრმა 7-0 გაანადგურა.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოულმა კლუბმა პირველი ეტაპი გადალახა, 1986/87 წლებში იყო, მაშინ მათ ხესენ კასელს განმეორებით შეხვედრაში პენალტების სერიაში მოუგეს. ამ გამარჯვებით, ბრემერი შემდეგ ეტაპზე გავიდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში გოლის გატნა ვერ მოახერხა და მეტოქემ 21:0 გაანადგურა.

3. ბაიერნის კარგი სერია ქვედა ლიგის გუნდებთან:

ბაიერნმა გერმანიის თასის ბოლო 23 შეხვედრიდან, 22-ში დაამარცხა ბუნდესლიგის მესამე დივიზიონის ქვემოთ მყოფი გუნდები. ერთადერთი გამონაკლისი 2000 წლის ნოემბერში იყო, როცა ბაიერნი მაგდებურგმა (მეოთხე ლიგა) პენალტების სერიაში დაამარხა.

4. ბაიერნი ყოველთვის იტანს:

გერმანიის თასის ბოლო 25 შეხვედრაში, ბაიერნმა მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაიტანა, რაც საშუალოდ ჯამში 2.9 გოლი გამოდის. 

ბოლოს, როცა ბაიერნმა გერმანიის თასზე გოლი ვერ გაიტანა, 2016 წელს იყოს, თასის ფინალში დორტმუნდის წინააღმდეგ, მაგრამ რეკორდმაისტერმა ის მატჩი პენალტების სერიაში მაინც მოიგო. 

5. ლევანდოვსკი საიუბილეო მატჩის მოლოდინში:

თუ აღნიშნულ შეხვედრაში ლევანდოვსკიც მიიღებს მონაწილეობას, ეს მისთვის გერმანიის თასზე 50-ე მატჩი იქნება. ის გახდა შეჯიბრის საუკეთესო ბომბარდირი ხუთ სხვადასხვა სეზონში და კარიერის მანძილზე თასზე გერმანიის 39 გოლი გაიტანა.


24-08-2021, 20:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0