ბარსელონას ქომაგების კომენტარები, როცა გაიგეს რომ ჯგუფში ბაიერნთან ერთად ითამაშებენ

ბარსელონას ქომაგების კომენტარები, როცა გაიგეს რომ ჯგუფში ბაიერნთან ერთად ითამაშებენ

დღეს, თურქეთის ქალაქ სტამბულში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც მიუნხენის ბაიერნის მეტოქეები გაირკვა.

წილისყრის შედეგად, ბაიერნთან ერთად E ჯგუფში შემდეგი გუნდები მოხვდნენ: ბარსელონა (ესპ), ბენფიკა (პორ) და დინამო კიევი (უკრ). შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მხოლოდ 2 საუკეთესო გუნდი გავა.

ბარსელონა-ბაიერნის ბოლო დაპირისპირება, გერმანული კლუბის გულშემატკივარისთვის სასიამოვნოდ გასახსენებელია, რასაც ვერ ვიტყვით ბარსელონას ქომაგებზე..

2020 წლის 14 აგვისტოს, ლისაბონის "და ლუჟზე" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში ბარსელონა მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდა და საშინლად შერცხვა - 2:8. კატალონიურმა გუნდმა მაშინ, ისტორიაში პირველად გაუშვა საერთაშორისო მატჩში რვა გოლი.

დღეს, როცა გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდები ერთმანეთს კვლავ შეხვდებოდნენ - თანაც ჯგუფურ ეტაპზე, კულეებს შორის ამ ფაქტმა კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, გთავაზობთ მათ კომენტარებს წილისყრის შემდეგ:

'ეს ბავარია რაა გადაგვეკიდაა.. მოკლედ გაჭირებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო ბარსაზეა ნათქვამი! კიდევ დიდ სტრეს მივიღებთ თან ამჯერად ორივე თამაშიდან'

'დეპაიმ ბაიერნს თუ არ ჩათხაროს აგერ ნახავთ ყველა! იცინეთ ოქტომბრამდე.'

'როარ ვეთამაშოთ და პირდაპირ მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ არა ხო?!'

'პიკემ ბადე იყიდა უკვე?'

'თუ მოვუმატეთ და ოდნავ ფორმა ავკრიბეთ, ბაიერნსაც ვეჭიდავებით. არაა ნაგელსმანი წინა მწვრთნელივით ქაჯი და შეიძლება ამათთან თამაში.'

'ჯგუფიდან გასვლა იქნება მეორე ადგილით მაქსიმუმი ბარსასგან'

'ბაიერნთან 8-2 წააგეს მაშინ როდესაც მესიც ყავდათ და სუარესიც და ახლა რისი იმედი გაქვთ ნეტავ? 8-2 მონაგონი იქნება სამწუხაროდ'

'თავი აღარ შეირცხვინოთ!'


26-08-2021, 22:08
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0