...

პრევიუ: შტუტგარტი - ბაიერნი

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე დასასრულს მიახლოვდება და ბუნდესლიგაში ზამთრის პაუზის დროც მოვიდა. დღეს მიუნხენის "ბაიერნი" შტუტგარტს ესტუმრება და ეროვნული ჩემპიონატის პირველ ნაწილს დახურავს.

შტუტგარტი - ბაიერნი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XVII ტური
თარიღი: 16 დეკემბერი, 18:30 საათი
სტადიონი: "მერსედეს-ბენც-არენა", შტუტგარტი
მთავარი მსაჯი: პატრიკ იტრიხი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta Georgia+

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებულმა "შტუტგარტმა" მიმდინარე სეზონი არასტაბილურად, მაგრამ ღირსეულად დაიწყო და 16 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება. თუმცა "შვაბები" ახლა ყველაზე ცუდ ფორმაში არიან, ვინაიდან ზედიზედ სამი თამაში წააგეს, თანაც ისე, რომ ამ შეხვედრებში არცერთი გოლი არ გაუტანიათ. გასულ უქმეებზე "შტუტგარტი" სტუმრად "ჰოფენჰაიმთან" დამარცხდა, ახლა კი პირველ წრეს მიუნხენის "ბაიერნთან" საშინაო მატჩით ჩაამთავრებს. გუნდს საკმაოდ ახალგაზრდა და ნიჭიერი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - 36 წლის ჰანეს ვოლფი, რომელიც 5 მცველიან ტაქტიკას იყენებს და "შვაბებს" 2016 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს. "შტუტგარტი" გასვლაზე ძალიან სუსტია, სამაგიეროდ სახლში გამოიყურება ჩინებულად და დღეს ეცდება, რომ იუპ ჰაინკესის გუნდთან გაიბრძოლოს. მთავარი პრობლემა ბერძენი ფორვარდის, დონისის, არ ყოფნაა, მაგრამ მას 29 წლის გერმანელი ტეროდე შეცვლის. "შვაბების" რიგებში ყველაზე საინტერესო და სახიფათო მოთამაშე აფრიკელი ვინგერი, ჩადრაკ აკოლო, გახლავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდის კაპიტანი კვლავ კრისტიან გენტნერია, რომელსაც ბუნდესლიგის მოყვარულები ძალიან კარგად იცნობენ.


მიუნხენის "ბაიერნმა" შუაკვირას "კიოლნის" წინააღმდეგ უბრალოდ გაისეირნა, რაც კინაღამ ორი ქულის ფასად დაუჯდა, მაგრამ მესამე მეკარე ტომ შტარკეც ჩინებულ ფორმაში იმყოფება - 36 წლის ვეტერანმა წინა ტურში ბოლო წუთზე ბრწყინვალე სეივი განახორციელა და "ბაიერნს" გამარჯვება შეუნარჩუნა. ჰაინკესმა წინა ტურში სამი ცენტრალური ნახევარმცველით ითამაშა, რამაც არ გაამართლა და იუპმა სქემა შესვენებაზევე შეცვალა. დღეს ბუნდესლიგის პირველი წრის ბოლო ტურია, ამიტომ "რეკორდმაისტერი" ეცდება, რომ წარმატებული სერია გააგრძელოს. გუნდს ლიდერები კვლავ აკლია, აგრეთვე, კინგსლი კომანი არ არის ბოლომდე მზად, ამიტომ მოსალოდნელია, რომ 21 წლის ფრანგი დაისვენებს, ვინაიდან წინ კიდევ გერმანიის თასის თამაშია დორტმუნდის "ბორუსიასთან." ხამეს როდრიგესი კი სავარაუდოდ სასტარტოში იქნება და ათიანის პოზიციაზე იმოქმედებს. მოედნის ცენტრში კი ხავი მარტინესისა და არტურო ვიდალის დაბრუნებაა მოსალოდნელი. "კიოლნთან" შეხვედრაში ვიდალის არყოფნა იგრძნობოდა. გარდა ამისა, მატს ჰუმელსი უკვე 100%-თ ჯანმრთელია, ამიტომ ძირითად შემადგენლობაში იქნება. მისი მეწყვილე კი წესით ჟერომ ბოატენგი უნდა იყოს. ვნახოთ, ჰაინკესი როგორ აათამაშებს ბოასა და მატსის თანდემს. გარდა ამისა, ძირითადში სვენ ულრაიხი დაბრუნდება, რომელმაც ბოლო ორი თამაში გამოტოვა.

მიუნხენის "ბაიერნს" შტუტგარტში რთული გასვლა ელის, მაგრამ "რეკორდმაისტერი" მოტივირებული იქნება და სამი ქულის წამოსაღებად ყველაფერს გააკეთებს.

სავარაუდო შემადგენლობები


შტუტგარტს დააკლდებიან: ციმერმანი (მუხლი), მანე (მუხლი), მაიერი (ბარძაყი), დონისი (კუნთი).

ბაიერნს დააკლდებიან: კომანი (ბარძაყი), რობენი (ბარძაყი), ტიაგო (ბარძაყი), ნოიერი (ტერფი).

საინტერესო ფაქტები
  • "შტუტგარტმა" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში დაგროვებული 17 ქულიდან 16 საკუთარ მოედანზე აიღო. "შვაბებმა" შინ მხოლოდ 1 მატჩი წააგეს (5 მოგება, 1 ფრე).

  • ეს ამ გუნდების 50-ე დაპირისპირება იქნება შტუტგარტში გერმანიის ბუნდესლიგაში! სტატისტიკა სტუმრების მხარესაა: 27 მოგება, 12 მარცხი და 10 ფრე. 86 გატანილი გოლი და 60 - გაშვებული.

  • "შვაბებმა" მიუნხენური გრანდი საკუთარ მოედანზე ბოლოს ათი წლის წინ, 2007 წლის ნოემბერში, 3:1 დაამარცხეს. 

  • მიუნხენის "ბაიერნს" "შტუტგარტის" წინააღმდეგ ზედიზედ 15 ოფიციალური თამაში აქვს მოგებული. ზოგადად, ბუნდესლიგის ეგიდით, "შტუტგარტს" "ბაიერნთან" 61 მატჩი აქვს წაგებული და 200 გოლი აქვს გაშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ "რეკორდმაისტერი" მათთვის ყველაზე რთული მეტოქეა.

  • მიუნხენის "ბაიერნს" ბუნდესლიგის ახალწვეულებთან 30 მატჩიანი გამარჯვებათა სერია აქვს, 99 გატანილი გოლითა და მხოლოდ 19 გაშვებული ბურთით. ბოლო აღზევებული გუნდი, რომელთანაც "ბაიერნმა" ქულები დაკარგა "კაიზერსლაუტერნი" იყო, რომელმაც 2010 წელს მიუნხენში 2:0 იმარჯვა.

  • "რეკორდმაისტერს" ბუნდესლიგის კალენდარული წლის ბოლო თამაში 1984 წლის შემდეგ (2:3 "მ.ბორუსიასთან") არ წაუგია.

  • "შტუტგარტის ცენტრალური მცველი, ჰოლგერ ბადშტუბერი, თავისი მშობლიური კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. ბადშტუბერი "ბაიერნის" აღზრდილია და კლუბი ოფიციალურად მხოლოდ ამ ზაფხულს დატოვა.

  • ბადშტუბერის მსგავსად, მშობლიურ კლუბს დაუპირისპირდება სვენ ულრაიხიც. 29 წლის გერმანელი 2015 წლამდე "შვაბების" მთავარი მეკარე და გმირი იყო, მაგრამ ახლა "ბაიერნის" გმირად იქცა.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები


იუპ ჰაინკესი: ​"საკმაოდ რთული თამაში გველის. "შტუტგარტი" ახალგაზრდა, ამბიციური და შრომისმოყვარე გუნდია, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგად თამაშობს. ვფიქრობ, ამ გუნდს კარგი პოტენციალი აქვს და ჩვენ იოლი გასეირნება არ გველოდება."

ჰანეს ვოლფი: ​"გვინდა, რომ წლის ბოლო, ყველაზე საინტერესო თამაშისგან სრული სიამოვნება მივიღოთ. "ბაიერნი" ყოველთვის დიდი გამოწვევაა, ჩვენ თავი ძალიან, ძალიან კარგად უნდა დავიცვათ."​​​​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა