ახლახანს დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩში, სადაც ბაიერნმა ჰერტა მიიღო და 5:0 გაანადგურა.
მატჩის მე-6 წუთზე გერმანელები ტომას მიულერმა დააწინაურა, სხვაობა ორამდე ლევანდოვსკიმ გაზარდა და გუნდები შესვენბაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმის სტარტზევე, გერმანელთა უპირატესობა სამამდე მუსიალამ გაზარდა, რასაც მოგვიანებით ლევანდოვსკის კიდევ ორი გოლი მოყვა.
დღევანდელი ჰეთ-თრიკი ლევანდოვსკისთვის საიუბილეო აღმოჩნდა - პოლონელმა თავდამსხმელმა ბაიერნის მაისურით თავისი მე-300-ე გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო: