ლეონ გორეცკას მომავალი ბაიერნში გარკვეულია - 26 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გუნდთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
Sky Sports-ის ჟურნალისტმა, გერმანელ ფეხბურთელს სთხოვა, რომ ნაგელსმანის და ფლიკის განსხვავებზე ესაუბრა, რაზეც გორეცკამ ასე უპასუხა:
'ნაგელსმანმა თავიდანვე თქვა, რომ ის ყველაფრის შეცვლას არ აპირებდა. ჩვენ ძალიან წარმატებულები ვიყავით იმისთვის, რომ გუნდში ყველაფერი შეცვლილიყო, თუმცა არის პატარ-პატარა ცვლილებები, რაც კიდევ უფრო უკეთესს გვხდის. ეს ყველაფერი, დღეისათვის ძალიან კარგად მუშაობს.' - განაცხადა გორეცკამ.